• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ყველაფრის სათავეში დგანან ამერიკული სპეცსამსახურები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან პოლიტიკაში დაბრუნებასა და საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდნენ” – ზაზა შათირიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:00 07-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
449

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ წერილზე:

,,დღეს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება “კრედიტ სუისის” წინააღმდეგ მიმდინარე დავის შესახებ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ვამტკიცებდი.
ყოველთვის ვამბობდი, რომ “კრედიტ სუისი” არ იყო იმ თავხედური ყაჩაღობის ინიციატორი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხორციელდება. მთელი ეს პროცესი იმართებოდა და იმართება ამერიკული სპეცსამსახურების მიერ, რომელიც “კრედიტ სუისის” მენეჯმენტს სრულად აკონტროლებს.
ისიც ყველას გახსოვთ, თუ როგორ ცენზურას ექვემდებარებოდა ყველა სტატია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ამერიკულ და ევროპულ გამოცემებს აწვდიდნენ. ისინი დიდი ენთუზიაზმით ბეჭდავდნენ მასალებს, რომლებიც ბანკის რეპუტაციას აზიანებდა. თუმცა, როგორც კი სტატიები ბანკის მენეჯმენტს შეეხებოდა, ისინი ცენზურის ყრუ კედელს აწყდებოდა. აქედან ჩანს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია დღეს მედიის თავისუფლება ამერიკასა და ევროპაში.
ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ერთ დროს შვეიცარიული საბანკო სექტორის ფლაგმანად აღიარებული “კრედიტ სუისი” მისივე მენეჯმენტის ხელით ჩამოშალეს და ბანკს აქციების ფასი ზუსტად ასჯერ შეუმცირეს. ამაში მათ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმეც წარმატებით გამოიყენეს. თან ბანკს ანადგურებდნენ და თან ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟს ახორციელებდნენ.
უკვე დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილს მისი კუთვნილი თანხები არა “კრედიტ სუისში”, არამედ სხვა შვეიცარიულ ბანკში – “იულიუს ბერში” აქვს განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ “კრედიტ სუისს” ამ თანხების მიმართ ვერავითარი სუბიექტური ინტერესი ვერ ექნებოდა. თუმცა, ანგარიშს “კრედიტ სუისის” შვილობილი კომპანია – ტრასტი ემსახურებოდა და თანხების გადმორიცხვას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სწორედ ის ბლოკავდა.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც საქმეს „კრედიტ სუისის“ ტრასტიც გამოეთიშა, მაგრამ პრობლემა არ მოიხსნა. ამჯერად თანხების გადმორიცხვას ბლოკავენ ამერიკული და ევროპული ფონდები, რომლებიც ე.წ. ჰეჯფონდის გავლით ბიძინა ივანიშვილის აქტივებზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებენ.
ამით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ყაჩაღობის ინიციატორი „კრედიტ სუისი“ არასოდეს ყოფილა.
თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ „კრედიტ სუისი“ გადარიცხვებს მისი ფინანსური პრობლემების გამო აფერხებდა, ეს ვერსია საბოლოოდ დაიმსხვრა. როგორც უკვე ითქვა, ყველაფრის სათავეში დგანან ამერიკული სპეცსამსახურები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან პოლიტიკაში დაბრუნებასა და საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდნენ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განადგურებას ხელი არ მოაწერა და შურისძიება და შანტაჟი მის წინააღმდეგ დღემდე გრძელდება.
რთული სათქმელია, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ სამართალი იზეიმებს – საქართველოც შეძლებს მშვიდობის ბოლომდე შენარჩუნებას და ბიძინა ივანიშვილიც დაიბრუნებს კუთვნილ თანხებს. ყაჩაღობისა და თავხედობის შეუზღუდავი რესურსი ამერიკულ სპეცსამსახურებსაც კი არა აქვთ და ეს რესურსი რაღაც მომენტში აუცილებლად ამოიწურება”

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე განცხადებას ავრცელებს

თეგები: ზაზა შათირიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved