ყველაფერი ცუდი, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ავადსახსენებელი ცხრა წლის განმავლობაში, ყველაფრის მთავარი შემოქმედი და შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო თავის თანამოაზრეებთან ერთად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არსებობს დანაშაულის კონკრეტული ფაქტები, რომლებსაც ვერავინ გაექცევა.
„ადამიანები ამით ცხოვრობდნენ და ეს იყო ყოველდღიური საშინელება, რომელიც ხდებოდა იმ ხელისუფლების დროს. აი, ამის მთავარი შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი განცხადებები, რაც უფრო მეტს ვალაპარაკებთ ამ ადამიანს, უფრო საინტერესოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები