• რეკლამა
  • კონტაქტი
18:01, სამშაბათი, 20 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ MEGOBARI Act-ის შესახებ

ალია ავტორი - ალია
17:55 05-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
903

,,დროას” წევრი, მარიკა მიქიაშვილი:

,,ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ MEGOBARI Act-ის შესახებ

მთავარი: რა კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს მეგობარი აქტი?

1. აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღის ვადაში სახლემწიფო მდივანი, ეროვნული დაზვერვის დირექტორი და თავდაცვის მდივანი წარადგენენ საქართველოში რუსული დაზვერვის ინფილტრაციისა და რუსული დაზვერვის აქტორების ანგარიშს, რომელიც ასევე მოიცავს დანართს ჩინეთის გავლენების შესახებ და მოიცავს პოტენციური რუსულ-ჩინური თანამშრომლობის თანაკვეთასაც.

2. სანქციები  – არაუგვიანეს 90 დღისა.

რა ფორმით გამოიხატება სანქციები? – ყველანაირი საკუთრების დაბლოკვა; ვიზის მიღების, ქვეყანაში შესვლისა და პატიების უფლების ჩამორთმევა; არსებული ვიზების გაუქმება; სადამსჯელო ღონისძიებები სანქციების გვერდის ავლის მცდელობისთვისაც.

ვის შეიძლება შეეხოს სანქციები?

სანქციები შეეხება ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ან თანაზმრახველნი არიან, პირდაპირ ან ირიბად ყოფილან ჩართულნი, ან ჰქონდათ მცდელობა, ყოფილიყვნენ ჩართულნი, ქმედებებსა და პოლიტიკურ ხაზში, რომელიც ძირს უთხრიდა საქართველოში მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ბრძანების გაცემით/დაკვეთით, კონტროლით, ან სხვა ნებისმიერი სახით მსგავსი ნაბიჯების განხორციელებით; ადამიანებს, რომლებიც არიან ან ყოფილან იმ სუბიექტის/ერთეულის ლიდერები, რომელმაც, ან რომლის წევრებმაც ზემოთ აღწერილ ქმედებებში მიიღეს მონაწილეობა; და მათი უშუალო ოჯახის წევრები, რომელთაც ამ ქმედებებისგან მიიღეს სარგებელი.

აქტს აქვს უფლებამოსილება, შეეხოს ყველას, ვინც 2014 წლის 1 იანვრიდან ყოფილა საქართველოს პარლამენტის ან მთავრობის წევრი, ან არის საქართველოში არსებული პოლიტიკიური პარტიის მიმდინარე ან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი;

ნებისმიერი პირი, ვინც საქართველოს მთავრობის სტრუქტურების მაღალ თანამდებობაზეა, მათ შორის სამართალდამცავები, დაზვერვის სამსახური, სასამართლო, ადგილობრივი და მუნიციპალური მთავრობა.

მათი ნებისმიერი პირდაპირი/უშალო ოჯახის წევრი, რომელთაც ამ თავიანთი ოჯახის წევრის ქმედებებით სარგებელი მიიღეს.

სანქციები მიესადაგება მათ, ვინც ცნობიერად იყო ჩართული (მავნე საქმიანობაში). ტერმინი „ცნობიერად“ გულისხმობს, რომ იცოდა, ან უნდა სცოდნოდა მაინც, რა შედეგები მოჰქონდა მისი საქმიანობის მიმდინარეობას, კონტექსტსა და შედეგებს.

აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა პრეზიდენტი ადგენს, ვინ იყო ჩართული საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დასაბლოკად მიმართულ კორუფციასა და ძალადობისა და დაშინების საქმეებში.

პრეზიდენტს აქვს ინდივიდისგან სანქციების მოხსნის უფლება, თუ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია ან თუ შეიქმნა ისეთი პირობები, რამაც ინდივიდისაგან სანქციების მოხსნა შესაძლებელი გახადა.

3. საქართველოს მიმართ აშშ-ის 5-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის სტრატეგიის ნაწილად არის განხილული შემდეგი ზომები:

არაუგვიანეს 90 დღისა USAID-ის ხელმძღვანელობამ შესაბამის ფედერალურ სტრუქტურებთან ერთად უნდა დაადგინოს, მიზანშეწონილია თუ არა, რომ საქართველო არის ამერიკული დახმარების მეორე ყველაზე მსხვილი მიმღები ევროპისა და ევრაზიის რეგიონში; დაადგინოს, რა ფარგლებში უნდა განაგრძოს აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობაში ინვესტიცია; სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გეგმის შემუშავება;

უნდა შეაფასოს, არის თუ არა საქართველოს მთავრობა ერთგული აშშ-სთან ვაჭრობის გაფართოების და უნდა იყოს თუ არა აშშ კვლავაც ჩართული საქართველოში არსებულ პროექტებში ინვესტიციაში.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მუშაობა უნდა შეჩერდეს, სანამ საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის დემოკრატიულ სურვილებს არ სცემს პატივს და კონსტიტუციურად სავალდებულო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას არ გააგრძელებს.

მეგობარი აქტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ყველა ადამიანი, ვინც დაკავებულია პოლიტიკური მოტივით და შეწყვიტოს მათ წინააღმდეგ სამართალწარმოება; ასევე მოუწოდებს, შეისწავლოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები, დაადგინოს, უნდა გამოცხადდეს თუ არა არჩევნები არალეგიტიმურად და პასუხი აგებინოს ყველას, ვინც არჩევნების პროცესში იყო ჩარეული.

საერთოდ რატომ იღებს აშშ „მეგობარ აქტს“? – გარდა უშუალოდ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა, კანონპროექტში რამდენიმე მიზეზია ჩამოთვლილი, მათ შორის – საქართველოში დემოკრატიის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის; არსებული მთავრობა სულ უფრო უპირისპირდება ევრო-ატლანტიკურ პარტნიორებს და უახლოვდება რუსეთს, ჩინეთსა და სხვა ანტი-დასალვურ ავტორიტარულ რეჟიმებს; აშშ-ს აქვს საქართველოში დემოკრატიის დაცვის ინტერესი. (ფაქტობრივად სიტყვა-სიტყვით ვთარგმნე ეს ყველაფერი).

რას ემსახურება მეგობარი აქტი? –
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე პუნქტის შესრულებაში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დახმარებას, რაც ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის ნებაა; საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის დაცვას რუსული აგრესიისა და შევიწროებისგან; საქართველოს მთავრობასთან არსებული ყველა და ნებისმიერ დახმარების, მათ შორის უსაფრთხოების დახმარების, გადაფასებას; რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის შემცირებას, რაც კანონპროექტში განხილულია რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების აღსრულებისთვის საჭირო სქემის ნაწილად; საქართველოში დემოკრატიული უფლებების ხელშეწყობას, მათ შორის სამართლიანი არჩევნების, შეკრება-მანიფესტაციის უფლების, არასამთავრობო სექტორის და ა.შ.

აქტი არ ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, საკვებს, სამედიცინო პროდუქტებს, მიწათმოქმედების პროდუქტებს და სხვა ჰუმანიტარული მიზნის პროდუქტებს.

საქართველოში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ნაბიჯების აღდგენის შემდეგ გაღრმავდება სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც ასევე მოიცავს ისეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის აღჭურვილობას, რომელიც ტერიტორიული გაგებით იდეალურია რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად – და შესაბამისი ტრენინგი, maintenance, ოპერატიული მხარდაჭერის ელემენტები;

გაღრმავდება სახალხო დიპლომატიისა და აკადემიური გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები;

„მეგობარი აქტის“ მოქმედების ვადა არის ამოქმედების დღიდან 5 წელი. “

თეგები: დროა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved