• რეკლამა
  • კონტაქტი
22:36, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ინვესტორთა რიგებში იყოს ან ივანიშვილი, ან მისი გარემოცვა”

ალია ავტორი - ალია
22:03 01-14-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ყველაფერი კეთდება ქვეყანაში იმისთვის, რომ ინვესტორთა რიგებში იყოს ან ბატონი ივანიშვილი, ან მისი გარემოცვა – მეგობრები, მის მიერ შერჩეული ინვესტორები,- ამის შესახებ bm.ge-ს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ზურა კაჭკაჭიშვილმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასებისას განუცხადა .

მისი თქმით, ეს დამოკიდებულება ალბათ იგრძნობა ინვესტორებში, ვინაიდან პირდაპირი უცხოური ინვესტორების ტოპ ათეულში სულ ერთი და იგივე კომპანიებია.

“საინვესტიციო გარემო არათუ მიმზიდველი არ არის, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება იყოს დამაფრთხობელიც. ბოლო მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ანაკლიის პორტის პროექტზე რაც მოხდა, ამის გათვალისწინებით ალბათ წელსაც არ უნდა ველოდოთ დიდად ინვესტიციების ზრდას.

სავაჭრო პალატაში ჩემი რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ბევრ პოტენციურ ინვესტორთან მქონდა შეხება და ვერ გავიხსენებ ადამიანს, რომელიც მხოლოდ წაკითხული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტს შემოსვლას. პირიქით, არაფერთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როდესაც ჩამოდიოდნენ პოტენციური ინვესტორები, გეგმებს ამზადებდნენ, მაგრამ როცა გაეცნობოდნენ მდგომარეობას იცვლიდნენ პოზიციას და საქართველოს მაგივრად ან სომხეთში, ან უზბეკეთში ახორციელებდნენ ინვესტიციას.

ამის მიზეზებია პოლიტიკური სტაბილურობის ნაკლებობა, რეგულაციების განუჭვრეტადობა – ეს ყველაფერი მათ მაინც აშინებთ. ინვესტორს რა სურს? – ჩადოს ფული და მიიღოს მოგება და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით, სწორედ ამის გარანტიას ვერ აძლევს ჩვენი ხელისუფლება პოტენციურ ინვესტორებს”,- აცხადებს ზურა კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved