ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე:
ეს არ მომხდარა ერთ ღამეში, ყველაფერი 2012 წელს დაიწყო. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ რუსული სტილის ოლიგარქისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკარტიული რეფორმები ან ევროპული კურსი არ იყო თავდაპირველი მიზანი. მისი ინტერესი იყო, საქართველო ხელში ჩაეგდო და ქვეყანა ჩაკეტილ სახელმწიფოდ ექცია. ეს არის რუსეთის ინტერესიც და სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი არ შეჩერდებიან მხოლოდ ჩვენი რეზოლუციებით. რა თქმა უნდა, მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უფრო მკაცრი სანქციები არ აქვთ მიღებული. იმედი მაქვს, სხვა დამატებითი ზომები იქნება მიღებული ევროსაბჭოს მიერ. ჩვენ ევროპის პარლამენტში ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, მაგრამ მთავარი სამართლებრივი ინსტრუმენტი ქართელ ხალხს აქვს. განსაკუთრებით მათ, ვინც რეალურადა დაუჭირა მხარი “ქართულ ოცნებას”. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი მანიპულირებული იყო, რადგან ეს რეჟიმი მრავალი წლის განმავლობაში მანიპულირებდა საზოგადოებას. სიტუცია, რომელიც დღეს გვაქვს, არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და არ არის მათთან თავსებადი.














კომენტარები