• რეკლამა
  • კონტაქტი
04:36, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ყველანაირი ორიენტაციის ადამიანი არის მისაღები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ტაში უნდა დაუკრა” – ირაკლი ლატარია

ალია ავტორი - ალია
16:57 06-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
262

ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:

„სულ მქონდა ეს კითხვა: ჰეტეროების პარადი ან რაიმე მაგდაგვარი ოდესმე – სადმე გინახავთ? ვისი რა საქმეა ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ვერაფრით ვხვდები რატომ აძალებენ ბავშვებს უყურონ იმას, რაც უმრავლესობისთვის არ არის მისაღები? რატომ ითხოვენ დავუკრათ ტაში და ეს ყველაფერი ვაყურებინოთ იმათ, ვისი ტვინიც გინდა არ გინდა მიმსგავსებლობაზე უფროა აგრესიული, ვიდრე – სწავლულობაზე.?. ჩვენ ხომ არავის ვთხოვთ, გინდა თუ არა იყავით ჰეტერო და გინდა თუ არა, ყველამ ნახოს თუ როგორ ვცხოვრობთ? უმცირესობა რატომ გვაიძულებს ყველაფერს ტაში დავუკრათ? ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები და მე მართლა არ მახსოვს ვინმე მაგის გამო დაეჩაგრათ, უბრალოდ როცა გთხოვენ რომ მოიწონე ჩემი საქციელიო და თან მხოლოდ შენ კი არა, შენს შვილებსაც ასწავლე რომ აუცილებლად ტაში უნდა დაგვიკრანო – ეს უკვე ძალადობაა.

ახლა კი ძირითადი მიზეზი, ამ პოსტის დაწერისა: აშშ- ში, იმ ქვეყანაში, სადაც მთელ პლანეტას წარმოდგენა აქვს (ან, უბრალოდ უნდათ რომ ჰქონდეთ) რომ ლგბტ პრაიდები და პროპაგანდა ყველასთვის მოსაწონია, მასეც არ აღმოჩნდა.. კალიფორნიაში მშობლებმა ბავშვების სკოლიდან გაყვანა დაიწყეს და დიდი აქციებიც მოაწყვეს, იმ სკოლაში რომლის ადმინისტრაციაც უფლებას აძლევს ლგბტ პროპაგანდა სკოლის წინ განხორციელდეს, იქ ჩვენი შვილები არ ისწავლიანო….. ადრე თუ გვიან, ყველაფერს აქვს დასასრული და ის ძალადობა, რომელიც საკუთარი ორიენტაციისთვის ტაშის კვრას გულისხმობს, თვით აშშ-შიც კი ჰგმობენ და მშობლები ხმამაღლა გამოთქვამენ უკვე თავიანთ მოსაზრებებს და უკიდურესი ფორმებითაც ეწინააღმდეგებიან… ყველა ბავშვის ფსიქიკა არის მოსაფრთხილებელი..ყველანაირი ორიენტაციის ადამიანი არის მისაღები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ტაში უნდა დაუკრა და იმ ანგელოზებს, რომლებსაც ჯერ კიდევ მიმბაძველობა „მოდურად“ აქვთ გონებაში – ყველაფერზე კი უთხრა. კარგია, რომ აშშ-შიც ცხოვრობენ ისეთი მშობლები, რომლებთაც საკუთარი შვილის მომავალი ზუსტად ისე ადარდებთ, როგორც ყველა მოაზროვნე ადამიანს. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ შეიგნოს მსოფლიომ, რომ ყველას აქვს ჰქონდეს საკუთარი პირადი ცხოვრება ისე, როგორც გაუხარდეს მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამაზე პროპაგანდა ააწყო 24 საათი და ყველა სხვას დაძალებით მოსთხოვო იყოს შენი და შენი მიდგომების „ფანი“.

ეგაა და ეგ, მგონი ყველაფერი ძალიან მარტივადაა, თუ არ გაართულებს უმცირესობა და ისიც, უმრავლესობის ნერვების ფასად კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლები სკოლის დირექციის მიდგომებს აპროტესტებენ სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ლგბტ პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით. მშობლების უმეტესობა დღეს აცხადებს, რომ აღარ აპირებენ მათი შვილების სკოლაში გაშვებას რადგან არაერთი თხოვნისა, სკოლის დირექციამ მაინც ნებართვა გასცა რამდენიმე დღის წინ სკოლის წინ ლგბტ პრაიდის ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით“

https://news.yahoo.com/fighting-erupts-outside-california-school-004509116.html

თეგები: ირაკლი ლატარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved