• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველამ იცოდა, რომ ვიღაცას აწამებდნენ და კლავდნენ, თუ ახრჩობდნენ, 2-3 წლის იყოს ეს ფაქტები…” – მეზობლების შოკისმომგვერილი მონათხრობი

ალია ავტორი - ალია
20:38 06-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

წერეთლის გამზირზე, პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მეზობელი დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიციაში სავარაუდოდ, მეზობლებმა დარეკეს, რადგან აღნიშნულ პირსა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტი არაერთხელ მომხდარა და სისტემატური სახეც კი ჰქონდა ძალადობას.

როგორც მეზობელი იხსენებს, ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ და მამაკაცს გაფრთხილებაც მისცეს.

“აქ პირველივე დღიდან ვცხოვრობ, სულ ჩხუბის ხმა გამოდიოდა, მგონი მეუღლეს ცემდა. სახეზე არც ქმარი ვიცი და არც ის გოგო, მაგრამ ძალიან შემაწუხებელი იყო… მერე მგონი, გადავიდნენ. ორი თუ სამი წლის იყო ეს ფაქტები, ღამე აუტანელი ხმა მოდიოდა, კლავდნენ, თუ ახრჩობდნენ, ვინ-ვის ღალატობდა თუ რატომ იყო ეს, არ ვიცი. ტირილის ხმა ისმოდა, ვიღაცა ვიღაცას ურტყამდა, არ ვიცი ეს ბინა ნაქირავები ჰქონდათ თუ არა, მერე ყველამ გაიგო კორპუსში ეს ამბავი, ყველამ იცოდა, რომ ვიღაცას სადღაც კლავდნენ და აწამებდნენ, რომელიღაც სართულზე. თავიდან ვერ ვიგებდი, ხმა ქვემოთა სართულიდან ამოდიოდა, თუ ზემოდან ჩამოდიოდა, მერე, მეზობელმა თქვა, ქვედა სართულზე არიანო. სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, ღამე მესმოდა ეს რაღაცები,

მგონი, უბნის ინსპექტორმა შეამოწმა, რეაგირება იყო, თითქოს, გაფრთხილებაც მისცეს, მერე რა მოხდა, არ ვიცი. მე მგონი, მეზობლებმა დარეკეს, იმ უბნის ისნპექტორს ხმა ხომ ვიღაცამ მიაწვდინა, არ მგონია, დაზარალებულს ეთქვა, ჩემი ქმარი მჩაგრავსო“, – აცხადებს მეზობელი.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გუშინ მამაკაცი, 46 წლის ლევან გაჩეჩილაძე გადმოვარდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანა. გაჩეჩილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა ორგანო დაზიანებული აქვს.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ლევან გაჩეჩილაძე პოლიციის განყოფილებაში შემაკავებელი ორდერის გამოწერისთვის იმყოფებოდა.

წყარო – ამბები

თეგები: შსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

17:57 05-27-2025
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
ახალი ამბები

აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით

16:29 05-27-2025
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

14:50 05-26-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved