„ამ ყველაფრის მერე, აღარ დაიწყოთ აკრძალვებზე ლაპარაკი, ძალიან გთხოვთ…
ეს კონცერტი ხომ ყველას გახსოვთ?
ან და რა დაგავიწყებთ, იმდენი გვაგინეთ და გვწყევლეთ,!!!
ეხლა როგორა? წავიდა კორონა?
ესე იგი საარჩევნო კამპანიები მოსულა და კონცერტები არა?
ყველა წყევლა და გინება უკან მოგიბრუნდეთ, რაც ჩვენკენ გამოუშვით,“- ასე გამოეხმაურა გუშინდელ აქციას პროდიუსერი კახა მამულაშვილი.
მამულაშვილის გაღიზიანება „თავისუფლების მოედანზე“ ათი ათასობით ადამიანის შეკრებამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, დიდი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ლელა წურწუმიას სოლო კონცერტს ბათუმის ბულვარში, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის თავად მომღერალი ლელა წურწუმია კორონავირუსით დაავადდა.
სოციალურ ქსელში მომღერალს ეპიდვითარების მიუხედავად კონცერტის გამართვის გამო საყვედურობდნენ.
კომენტარები