• რეკლამა
  • კონტაქტი
17:58, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა თავის გადასარჩენად გარბოდა, ვახო ბეწვზე გადარჩა” – რას აცხადებს ახვლედიანის ოჯახი?

ალია ავტორი - ალია
19:27 07-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის, ვახო ახვლედიანის ოჯახი განცხადებას ავრცელებს:

„ვახო ახვლედიანი და მისი ოჯახი პირველ რიგში სამძიმარს უცხადებს შაქარაშვილების ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო.

თავად ვახო და მისი ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება გაჟღერებულ აზრს, თითქოს ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. პირიქით, მის ყველა ჩვენებაში დასტურდება, რომ მათ მოძალადეები საცემად მისდევდნენ. ამ საქმეზე სამართლის აღსრულება, შაქარაშვილების ოჯახთან ერთად, სწორედ ვახო ახვლედიანის და მისი ოჯახის ინტერესში შედის.

წარმოუდგენელი ზეწოლაა მასზე, როგორც მოწმეზე, თითქოს ის სიმართლეს მალავს. ხშირ შემთხვევაში ბრალდებულების ადვოკატების ინტერპრეტაციებით შუქდება ახალი დეტალები, რის გამოც საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შედის.

ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში, როგორც დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ. ექსპერტის შეფასებით, ისიც ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას. ასევე სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარი – გიორგი ქათამაძე.

ინციდენტის შემდეგ, შუბლგატეხილმა, სისხლიანმა, შოკურ მდგომარეობაში მყოფმა ვახომ მოახერხა თბილისში მეგობრებთან დარეკვა და მისი და მისი ახლო მეგობრის – სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძის თბილისამდე ჩამოყვანის ორგანიზება.

ხიდზე მომხდარი მეორე თავდასხმის დროს ყველა თავის გადასარჩენად მირბოდა. ოთხივე ბიჭი. ვახო ერთ-ერთია, ვინც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

გაუგებარია, რატომ არ არის აქცენტი ბიჭების დასასჯელად ჩასულ რკინის ხელკეტებით შეიარაღებულ მოძალადეებზე და რატომ არის ასეთი ზეწოლა მსხვერპლზე.

ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებისგან, რაც ნაადრევი და არაობიექტური დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ამ მნიშვნელოვან საქმეზე“

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved