• რეკლამა
  • კონტაქტი
02:56, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე გაასხვისეს იმ ადამიანებმა, რომლებიც რუს ტურისტებს ყვავილებით ხელში ხვდებოდნენ, 2012 წლის შემდეგ კი მათ შემოსვლას ეწინააღმდეგებოდნენ – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
14:56 07-28-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირიქით იქცეოდნენ, ახლა კი რიტორიკა კვლავ შეცვალეს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ, მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

„2012 წლამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, გავიხსენოთ მათი რიტორიკა – ყვავილებით ხვდებოდნენ რუს ტურისტებს, ტუჩზე კოცნით იყვნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტი შემოსულიყო. შემდეგ, როგორც კი ხელისუფლებიდან ქართველმა ხალხმა ისინი გაუშვა იქ, სადაც გაუშვა, იმიტომ, რომ ამის საბაბი ჰქონდა, მაშინვე შეცვალეს მიდგომა, რიტორიკა, თუ როგორ შეიძლება რუსი ტურისტი შემოვიდეს ქვეყანაში. არადა, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე გაასხვისეს ისევ იმ ადამიანებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსი ტურისტების შემოსვლას, მანამდე კი პირიქით, ყვავილებით ხელში ხვდებოდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით კეთდებოდა.

„ნახეთ თუნდაც განცხადებები სანქციებზე მიერთებასთან, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ისევ ისინი არ იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ განცხადებების კეთებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, გვირჩევნია ისევ ბომბები ცვიოდესო? დღეს კვლავ შეცვალეს მიდგომა, რადგან ძალიან კარგად იციან ხალხის განწყობა. ხედავთ, რომ მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ. ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, ყველა ერთად, არ ჩამოვთვლი სათითაოდ. ერთნი არიან, ერთი მამა ჰყავთ, უცებ კი შეცვალეს რიტორიკა, რომ მიესალმებიან რუს ტურისტებს. გაიხსენეთ ის კომენტარები და განმარტებები, თუ რას აკეთებდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აჩვენეთ საზოგადოებას, გვარამიას კომენტარები ან ნებისმიერი სხვისი, თუნდაც ვაშაძე ავიღოთ. ძალიან მარტივი ანალიზის გაკეთება შეიძლება – დღეს ქვეყანას ჰყავს პროქართული, პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც იცავს პირველ რიგში, ამ ქვეყნის ინტერესს. იმიტომ ვართ ხელისუფლებაში და იმიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ გავატაროთ ქართული, პრაგმატული პოლიტიკა, სადაც შედის ჩვენი ქვეყნის, ქართული ინტერესი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აქვე, თბილისის მერმა უპასუხა შეკითხვას ქვეყანაში შემოსული რუსი ტურისტების სტატისტიკასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას და ეკონომიკურ განვითარებას ყოველთვის მიესალმებოდა.

„თქვენ ეტყობა არ მიგიღიათ „მესიჯი“. ახლა შეცვლილია ეს „მესიჯი“ და თქვენები პირიქით, ემხრობიან რუსი ტურისტების შემოსვლას ქვეყანაში. ასე რომ, უნდა მიესალმოთ ამ ყველაფერს. დაურეკეთ თქვენებს და გეტყვიან სწორ, ახალ „მესიჯს“. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ ვმალავდით, რომ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ეს არ არის ცუდი. პირიქით, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამაზე კი პროტესტი იყო თქვენი მხრიდან. დღეს რიტორიკა შეცვლილი გაქვთ. ამიტომ, არ უნდა შეგეშალოთ, „მესიჯი“ შეცვლილი გაქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved