• რეკლამა
  • კონტაქტი
16:13, ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველა ქართველი ჯარში უნდა წავიდეს!“ – ლელა კაკულია

ალია ავტორი - ალია
14:11 01-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175

ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ეხება.

“საქართველო გაიმარჯვებს! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და რუსეთი ამ ომში წააგებს!

მე ვიწინასწარმეტყველე 1992 წლის 18 დეკემბერს: „ამერიკა დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკას, იარაღს აძლევს საქართველოს; ვხედავთ საიდუმლო რადარებს, რაკეტებს — თითქოს ატომურს, რომელთაც პირი მიქცეული აქვთ აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით. ღილაკს რომ დააჭირო ხელი, მთელ აღმოსავლეთს გადაწვავს. შიში — ესაა, რაც იცავს საქართველოს!“ მაშინ არ დამიჯერეს. დღეს კი ეს ყველაფერი ასრულდება და ვხედავთ რუსების შეშინებულ სახეებს, რადგან ცხვირწინ, საქართველოდან, მოსკოვს რაკეტების მწკრივები შეჰყურებს. საქართველოს არმია იცავს ქართულ საზღვრებს და ვერავინ გაბედავს მათ გადახედვას! ეს ასეა ასი პროცენტით.

ყველა ქართველი ჯარში უნდა წავიდეს. ვხედავთ, არ იარსებებს ინსტიტუტები, რომლებიც ჯარიდან დატოვებენ ბიჭებსა და გოგონებსაც კი. მეომრული სული ყველა ქართველშია და ჩვენ ბრძოლა უნდა ვისწავლოთ. ეს არის ხსნა ქართული გენისა, ხსნა ერისა, რათა ქართველმა იაროს დედამიწაზე!

ბევრი სიურპრიზი ელის რუსეთს. წყნარი ძილი აღარ ეღირსება მას. ნახავთ, როგორ დარტყმას მიიღებენ მუსლიმებისგან, რომლებიც რუსეთს არც ენდობოდნენ და არც ენდობიან. მხოლოდ უღიმიან, ხელს ართმევენ და მეტი არაფერი. მთელი აღმოსავლეთი — ეს ჩინეთია, ირანი თუ სხვა, შორს დაიჭერს თავს მომავალში რუსული პოლიტიკისგან. მათ ამერიკა, დასავლეთი ურჩევნიათ და არცერთ შემთხვევაში არ გაანაწყენებენ ნატოს.

რუსეთის ორი პრეზიდენტი კი დიდ სისულელეებს ლაპარკობს. მათი ტყუილები, ცრუ ფაქტები და უკვე თითქოს შერბილებული ტონი დასავლეთს ჭკუიდან შლის, ვხედავთ. ის ბრალდებები კი, რომელთაც რუსეთის ყოფილი თუ დღევანდელი პრეზიდენტები ამერიკას წაუყენებენ, საერთოდ შეარყევს მთელ მსოფლიოს და მტერსაც კი დაანახებს, რომ რუსეთი ნამდვილი აგრესორია, რომ მათი ნდობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ამბობენ და ამტკიცებენ ისეთ რაღაცეებს, რაც მსოფლიომ კარგად უწყის, რაც საკუთარი თვალით ნახა.

ვხედავთ, დასავლეთმა უკვე იცის, თუ როგორი მყარი, შეურყეველი ზეწოლები უნდა განხორციელდეს „დიდი რუსეთის“ წინააღმდეგ. დღეს დასავლეთს და მთელ მსოფლიოს ბრწყინვალე დრო დაუდგათ იმისთვის, რომ რუსული ვითომ დათვი ისევ ბუნაგში შეტენონ დიდი, ძალიან დიდი ხნით და არ მისცენ მოქმედების საშუალება. ეს აუცილებლად ასე მოხდება, ვინაიდან დღეს ყველასათვის ნათელია, რომ რუსეთს მიზანში ევროპა ჰყავს ამოღებული გასანადგურებლად, ანუ საბჭოთა პერიოდში დასაბრუნებლად. მორიგი აგრესია!

ვხედავთ დიდ ეკონომიკურ კრიზისს რუსეთში და ბევრ სხვა რამესაც. იმართება სასამართლოები და რუსეთი დამარცხდება, ვინაიდან ყველაფერს დოკუმენტებით გაურჩევენ. დიახ, ევროპა პატარა საქართველო არაა, რომ რუსები ტანკებით შევარდნენ. რუსეთი წააგებს!

უკრაინასთან ბრძოლა კრემლისათვის ძალიან ცუდად დამთავრდება. ვხედავთ, მოხდება ისე, რომ უკრაინაში მცხოვრები რუსი ეროვნების ხალხი მოსკოვისკენ გაემართება. ტერიტორია კი აქვს რუსეთს დიდი და ჩინელების მაგივრად საკუთარი რუსები დაასახლონ იქ, ბატონო.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სიცოცხლისთვის საშიში კორპუსები ორთაჭალასა და თბილისის ზღვის მიმდებარედ! – პროფესორი ქალაქის მერსა და პრემიერებს ამხელს!
ახალი ამბები

სიცოცხლისთვის საშიში კორპუსები ორთაჭალასა და თბილისის ზღვის მიმდებარედ! – პროფესორი ქალაქის მერსა და პრემიერებს ამხელს!

19:51 09-26-2023
ვახტანგ მაისაიას სამი დაუჯერებელი პროგნოზი, რომელიც აცხადდა
ახალი ამბები

„სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღო სს კოდექსიდან გიგა ბოკერიამ და ამათ არ აღადგინეს, დღეს ვერავის წაუყენებ სამშობლოს ღალატის ბრალდებას“ – ვახტანგ მაისაია

16:11 09-26-2023
ვიდრე ნატო-ში მიგვიღებენ, ეს აუცილებლად მოხდება – რა გეგმები აქვს ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში?
ახალი ამბები

,,ეს ყველაფერი არის შეთქმულება… ,,ნაცმოძრაობამ” ეს, თავის დროზე, ჩემს წინააღმდეგაც გამოიყენა” – რას გვიყვება ვალერი გელბახიანი

12:33 09-25-2023
„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს
ახალი ამბები

„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს

23:09 09-22-2023

ბიზნესი

ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს
ახალი ამბები

ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს

15:52 09-28-2023
„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“, მზის ელექტროსადგურის ამოქმედებიდან 5 თვეში, ნახშირორჟანგის გარემოში გაფრქვევა 66 ტონით შეამცირა
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“, მზის ელექტროსადგურის ამოქმედებიდან 5 თვეში, ნახშირორჟანგის გარემოში გაფრქვევა 66 ტონით შეამცირა

15:48 09-28-2023
ჩემი გემრიელი გამოცდილება – როგორ მზადდება მადარტის ტკბილეული?
ახალი ამბები

ჩემი გემრიელი გამოცდილება – როგორ მზადდება მადარტის ტკბილეული?

12:41 09-28-2023
ორგანული მეღვინეობა „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ორგანული მეღვინეობა „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით ვითარდება

11:12 09-28-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved