• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა ქალაქიდან და სოფლიდან შეზღუდეთ გადაბლაყუნ-გადმობლაყუნება! რაიონებში გვაქვს ზუსტად შიდაგადაცემა”

ალია ავტორი - ალია
15:20 04-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

პედაგოგი, ჟურნალისტი, როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“აღდგომამდე არაფრის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ გადავალ სიტყვას! ყველა ზემდგომმა ორგანომ უთხრას ქვემდგომს, რომ დაეტიონ სახლში და იმუშაონ დისტანციურად! თქვენი ბოდიალის გამო ფიქრობს ხალხი, ის თუ სამსახურში დაყლატუნობს, მე რატომ გავჩერდე სახლშიო!

არა მარტო ის დიდი ქალაქები, არამედ ყველა ქალაქიდან შეზღუდეთ ყიალი 10 დღე! სოფელშიც გადაბლაყუნ-გადმობლაყუნება!

სოციალური დისტანცირება _ გვეუბნებიან და მაინც ხროვად დგომა ვერ მოვიშალეთ! უსაქმურების მანერაა ეგა, თორემ ერთბაშად აკადემოსის ჭალის მსგავსი არ შექმნათ ახლა თქვენც! ზუსტად რეგიონებში გვაქვს შიდაგადაცემები და არა დიდ ქალაქებში!

ნუ ფიქრობთ ფეხებზემკიდიურად! თქვენი ბოდიალი შეიძლება გახდეს ეკონომიკის სასწრაფო ჩამოშლის საფუძველი! პლუს, მართვითი სუნთქვის აპარატებზე ვინ ჩამოხსნან და ვინ მიამაგრონ, ამის „არჩევანი“ უნდა დაგვიდგეს?!

აქამდე ყველა უმუშევარი იყო კინაღამ და ახლა დაიწყეთ ეს მწარე „დვიჟენიები“? საქმე ეხება გარშემომყოფთა სიცოცხლეს, კატასტროფის თავიდან აცილებას, სახელმწიფოებრიობის მარცვლების შენარჩუნებას! შენ თუ არ გეშინია, ეშინია მოხუცებს და ბავშვებს! დაეტიე სახლში, ქერქში და ნუ აგივარდებათ კორონაობის დროს წრიალა!

ევროპაში ღვედს იკრავენ იმისათვის, რომ სიცოცხლეს უფრთხილდებიან, აქ კი მხოლოდ ჯარიმას!

ამიტომაც, სოფლადაც შეჯუჯულავებულ უსაქმურებსაც თუ ჩამოუქროლებს საპატრულო პოლიცია და დაფანტავს, კარგი იქნება!

ეკლესიის გარდა, თურმე საშიშროება არსაიდან ყოფილა!

ჭიათურაში რომ კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა, მაგ სოფელზე მომიწია გამოვლამ მანქანით და იმდენი ხალხი იყო წვიმის დროს „გამობირჟავებული“, მხოლოდ აღდგომისას თუ მინახავს სოფლად! ოღონდ ყანაში კი არა, სასაფლაოებზე, მიცვალებულებს რომ ამადლიან თავიანთ გასტრონომიას!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved