ენმ-ს ერთერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ენმ უერთდება ოთხი ოპოზიციური პარტიის განცხადებას, რომელიც 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. მან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა პარტია ერთი გეგმით მიდის.
“დიდი აქციების გარდა, იქნება პროტესტის სხვადასხვა სახის ფორმები, რომლითაც ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. მოთხოვნები უცვლელია, ყველა პარტია ერთ აზრზეა და ერთი გეგმით მივდივართ. მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ერთი გეგმით მივდივართ. ჩვენც ვუერთდებით იმ განცხადებას, ნაციონალური მოძრაობა უერთდება იმ განცხადებას, რომელიც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოაქვეყნა”
კომენტარები