• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა რეჟიმი აკავებს, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე“ – ანა წითლიძე

ალია ავტორი - ალია
12:46 10-09-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

“ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა რეჟიმი აკავებს, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ ადამიანების დაკავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს და “ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა”.

ახლა რასაც აკეთებს რეჟიმი ის არის, რომ რეჟიმს აჰყავს ტყვეები. ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა რეჟიმი აკავებს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე. ეს ადამიანები იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ, ამიტომ ამ ტყვეების აყვანაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ამ ქვეყანას მართავს არალეგიტიმური რეჟიმი, რუსული საოკუპაციო რეჟიმი. რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება, შესაბამისად ყველა ეს ადამიანი, რომლებიც აქციაზე იდგა, იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებას, კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს და მთავარ ეროვნულ ღირსებას, შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ შემოვიდოდი აქ კიდევ შსს-მ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა კიდევ ერთ დაკავებულთან დაკავშირებით და ეს ადამიანები, რომლებიც რეჟიმს აჰყავს ტყვედ, არიან პატრიოტები. გუშინ მე ვესწრებოდი სასამართლო პროცესს გვიანობამდე ყველა ამ ადამიანის და გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რეჟიმი რომ იცოდეთ როგორ ადამიანებს ასამართლებს – 63 წლის თითქმის საპენსიო ასაკის ადამიანს, რომელსაც აქვს სიმსივნე, რომელიც აქციაზე მოვიდა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ღირსეული პენსია, ქვეყანას არ მართავდეს საოკუპაციო რეჟიმი, ასამართლებს ადამიანს, რომელიც არის საათების შემკეთებელი და რომელიც დღეში 20 ლარზე მუშაობს. ასამართლებს ადამიანს, რომელსაც ჰყავს ავადმყოფი შვილი და რომელიც აქციაზე იდგა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არ აქვს ჯანდაცვის სერვისები საკუთარი შვილისთვის და არ აქვს შესაბამისი ანაზღაურება, რომ საკუთარ შვილს წამალი უყიდოს. ასამართლებს კახა მჟავანაძეს, რომლის ცოლიც არის დიალიზზე რეანიმაციაში და იცით რატომ იდგა იქ აქციაზე? და რატომ იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისთვის? რადგან ისეთ საქართველოში უნდა ცხოვრება, სადაც წამლის ფული ექნება საკუთარი შვილებისთვის, საკუთარი მეუღლისთვის, ოჯახისთვის. ახლა ძალიან მცირე ნაწილი გითხარით იმ ადამიანების, რომლის სასამართლო სხდომასაც მე ვესწრებოდი. რეალურად ადამიანები ყველაზე ღირსეული ნაწილი, ყველაზე მშრომელი ნაწილი, რომელზეც დგას ამ ქვეყნის ნაწილი, ამ ადამიანებს ასამართლებს რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც ასევე ამ ადამიანებს ასეული მილიონობით ლარს ჯიბეებიდან, შესაბამისად კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო დღეს რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ აღიარებს არცერთი საერთაშორისო პარტნიორი, არ აქვს ნდობა საქართველოს მოქალაქეებში და ლეგიტიმაცია. ასი ათასობით ადამიანი იდგა 4 ოქტომბერს რუსთაველზე, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქემ თქვა ხმამაღლა, რომ ისინი არ აღიარებენ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით თუ ვინმე მოქმედებდა არაკონსტიტუციურად, ეს არის მხოლოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის თითოეული ქართველის პასუხისმგებლობა,” – განაცხადა ანა წითლიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved