• რეკლამა
  • კონტაქტი
19:42, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველა იდიოტია, ვინც ამათ ვირეშმაკობას ვერ მიხვდება და ყველა ნაძირალაა, ვინც ხვდება, მაგრამ თავს ისულელებს“ – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
18:35 11-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,157

ჟურნალისტი ვახო სანაია:

„სრული იდიოტიც მიხვდება, რატომ ებღაუჭება ,,ქართული ოცნება” ერეკლე მეორეს.
რას ეუბნება ბიძინა ივანიშვილი თავისი პროპაგანდით ხალხს ?
ერეკლე მეორემ ბევრი იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ მაინც რუსეთის ვასალობა დასჭირდაო.
ახლა გადმოვიტანოთ ეს ჩვენს რეალობაში.
რას გვეუბნება ივანიშვილი :
ვიბრძოლეთ, მაგრამ მაინც დაგვიპყრეს 1921 წელს; ვიბრძოლეთ, მაგრამ მაინც წაგვართვეს ცხინვალი; ვიბრძოლეთ, მაგრამ მაინც წაგვართვეს აფხაზეთი; მაინც შეგვიყვანეს დესეთეში.
არ არსებობს უფრო მკაფიო განსაზღვრება, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკას აღწერს, ვიდრე მისი ერ-ერთი ქვეშევრდომის ირაკლი კობახიძის განცხადება :
„როცა პოლიტიკაზეა საუბარი, იქ მთავარია რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ გვახსოვს „გაბედული“, „თამამი“ გადაწყვეტილებები 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. თქვენ გახსოვთ, მაგალითად, ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ როგორ დაიწყო მეორე დღეს სამოქალაქო ომი, ორ წელიწადში როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80% და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით. ეს 3-წლიანი ისტორია არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ კონკრეტულ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებებმა, რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოს”
რა წერია ამ განცხადებაში – თურმე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ,,გაბედული” და ,,თამამი” ნაბიჯებია – ბრჭყალებში. ანუ სისულელეაო.
ეს განცხადება 2022 წლის მარტში გაკეთდა – უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე. ივანიშვილმა შემოუცურა ქართველ ხალხს, რომ მოემზადოს რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად.
არც ისაა შემთხვევითი, ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიასადმი ზიზღი ვერ დამალა :
,,დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. მხოლოდ ის არაა, რომ გიყვარდეს და გული გეწვოდეს, ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს”
ამის მერე ბოდიშები იხადა, ხიბულაში ტალახში ირბინა, მაგრამ ეგ უკვე გასაგებია, რატომაც გააკეთა. მთავარი ითქვა – სულელია ყველა, ვისაც ქვეყნის თავისუფლებისთვის თავგანწირვა შეუძლია; ივანიშვილს 9 აპრილიც სისულელედ მიაჩნია, დამოუკიდებლობაც. ივანიშვილის რუსული მენტალიტეტისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა წარმოუდგენელი მოვლენაა. მას ამის არ სჯერა. საქართველოს ერთადერთი ღირებულება აქვს – შეძლებ თუ არა მისით უფრო მეტი ფულის შოვნას; შეძლებ თუ არა, დარჩე რუსეთის პროვინციის – საქართველოს უცვლელ მმართველად, რომელიც მთავარ საკითხებში მოსკოვს დაემორჩილება, მაგრამ აქ ყველაფრის უფლება ექნება, როგორც პროვინციის დიქტატორს. კადიროვის მსგავსად. აი, სულ ესაა ივანიშვილისთვის საქართველო.
აბა, ვნახოთ, რა პროპაგანსა მიდიოდა ალტ-ინფოზე უკრაინაში ომის დაწყების მერე. დააკვირდით, რა მოდელს სთავაზობდნენ საქართველოს. ჩეჩნეთის შესახებ :
,,რა არის იცით? ომი სცადეს, საკმაოდ თავგანწირულად იომეს, ძალიან მოინდომეს ეგ გზა, რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ მაგ გზას აზრი არ ჰქონია და ეყოთ იმის უნარი, რომ რადგან ამას აზრი არ ჰქონია, ვიღაცები კი არ გამოვარდნენ „აბა, ჩექმა გინდა?“ ძახილით, არამედ – ახლა რასაც აზრი აქვს, იმაზე გადავეწყოთ. მაგის უნარი ეყოთ და შესაბამისად, რაღაც შეინარჩუნეს.
ჩეჩნების ინტერესებიდან გამომდინარე, კადიროვი კარგი ფიგურაა. ანუ კადიროვმა გაუკეთა საქმე და ეს მაიმუნი ვიღაცები რომ გამოდიან და მარტო ლოზუნგებს რომ გაიძახიან, ეგრე საკითხის დაყენება შეუძლია მხოლოდ უპასუხისმგებლო, საქონელ ადამიანს, კაცო. შენ უნდა გაუსწორო თვალი შენი ქვეყნის წინაშე მდგარ რეალობას და უნდა გაყვე საუკეთეო გზა, რომ შენი ქვეყანა მომავალში გადარჩეს, განვითარდეს და თვითმყოფადობა შეინარჩუნოს. ხალხის სინდისზე აგდება და ემოციებზე თამაში – მაგას პირდაპირ აფინანსებს ამერიკა”
ესაა რუსეთის მოდელი, რომელსაც ივანიშვილი უპრობლემოდ მოაწერს ხელს. საქართველოს ფორმალურად ერქმევა დამოუკიდებელი სახელმწიფო – ექნება სიმბოლიკა, სპორტული ნაკრებები და მსგავსი რაღაცები. რეალურად კი ზუსტად ის უფლებები დარჩება, რაც ჩეჩნეთსა და რუსეთის შემადგენლობაში მყოფ სხვა რესპუბლიკებს – ანუ გახდება სრულიად უუფლებო. ოღონდ სათავეში ივანიშვილით !
ამას გვთავაზობს ეს რუსეთის უკანა ეზოს ოლიგარქი.
თუ არგუმენტები მოგაკლდათ, ერთსაც შემოგაშველებთ. ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, 2013 წელს, ივანიშვილმა განაცხადა :
,,ვფიქრობ, კარგი მაგალითი სომხეთია. სომხეთი ქართველებს კარგ მაგალითს აძლევს და მხოლოდ თეთრ შურს იწვევს. სომხეთს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ასევე აშშ-სთან და NATO-სთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი შესაძლებელია“
რას არის ამ განცხადების შინაარსი – საქართველო უნდა იყოს რუსეთთან. მარტივადაა ნათქვამი. სომხეთი დღეს რუსეთის ვასალია, ბაზები უდგას და სრული კონტროლი აქვს. რა მოუტანა რუსეთთან ყოფნას, ვნახეთ, მაგრამ ივანოშვილისთვის მთავარია, თვითონ იყოს ადგილობრივი დიქტატორი და წყალსაც წაუღია ყველაფერი. ამიტომ მოსწონს სომხეთის მაგალითი – რუსეთის ვასალი იქნება და ქართველი ხალხის ბატონი. დარწმუნებული ვარ, ფაშინიანიც სულელი ჰგონია, რომელმაც გაიბრძოლა მაინც რუსეთისგან სომხეთის ჩამოშორებისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა.
ახლა 2008 წელსაც შევეხოთ. რატომ ამოიღო მიზანში ეს ომი ივანიშვილმა. იმიტომ, რომ სისულელედ მიაჩნია როცა რუსეთი გიტევს, თავი დაიცვა. მისი ფილოსოფიით, ეგრევე უნდა გაუწვე. თუ ივანიშვილივით ჭკვიანი ხარ, სანამ შემოგიტევს, მანამ უნდა ეყმო.
რატომ ეზიზღება ზელენსკი – იმიტომ, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწია.
რა დამოუკიდებლობა – ეგ სისულელეა. აი, მთელი ფილოსოფია. საქართველო – როგორც რუსეთის ვასალი. სხვანაირად ივანიშვილი ვერ იქნება დიქტატორი.
ახლა დავუბრუნდეთ ისევ ერეკლეს.
ერეკლეს ბრძოლები ფეხებზე ჰკიდიათ. სხვანაირად დაატრიალეს – აი, მაგარი მეფე იყო, რამდენი იბრძოლა, მაგრამ ხომ ხედავთ, ისევ რუსეთის მფარველობა აირვიაო. როცა იბრძოდა, გმირი იყო, მაგრამ თავადვე მიხვდა, რომ სისულელე იყო ეს ყველაფერი და ისევ რუსეთისთვის ხვეწნა მოუწიაო.
ამით გვეუბნებიან, რომ საქართველოს ყველა მმართველი სულელი იყო, ერეკლეც კი გვიან მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინაო. აი, ბიძინა კი ნამდვილი ბრძენია – თავიდანვე იცოდა, როგორ მოქცეულიყოო. ვერ იქნება საქართველო დამოუკიდებელი – მას მხოლოდ ვასალობა შეუძლია, რომელსაც სიმბოლური ნიშნები ექნება და ერთპიროვნული მმართველი ეყოლება ივანიშვილის სახით.
სულ ესაა ამათთვის ერეკლე მეორე.
ყველა იდიოტია, ვინც ამათ ვირეშმაკობას ვერ მიხვდება. და ყველა ნაძირალაა, ვინც ხვდება, მაგრამ თავს ისულელებს – ეს ვითომ ისტორიკოსები, რომელთაც ერთი სული აქვთ მმართველმა ორი კაპიკი გადაუგდოს ან სადმე დანიშნოს.“
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved