ამერიკის 42-ე პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
“ამერიკამ ხმა ამოიღო და დემოკრატიამ მოიგო. ახლა გვყავს არჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, რომლებიც ყველა ჩვენგანის სამსახურში იქნებიან და გაგვაერთიანებენ. ვულოცავ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს მნიშვნელოვან გამარჯვებას”, — წერს კლინტონი.
წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა, კამალა ჰარისი კი აშშ-ის ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალია.














კომენტარები