• რეკლამა
  • კონტაქტი
03:35, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველა ამბობს, რომ ფულს სახელმწიფო იხდის და ჩვენ ვიტყუებით, არადა, რეგულაციები შეცვლილია“ – რას გვიყვება სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელი

ალია ავტორი - ალია
19:41 11-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
527

ანი დვალიშვილი

დეკემბრის მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო აქტიური ხდება საუბრები კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების მომატებაზე. დავით ნარმანია კი ამტკიცებს, აგერ, ბატონო, ეროვნული ვალუტა მყარად დგას და გამორიცხულია, ტარიფებმა მოიმატოსო, მაგრამ ვალუტის სიმყარის გარდა, კომპანიებს სხვა არგუმენტები აქვთ – ის, რომ ტრანსპორტირება გაძვირდა, ის, რომ ვალუტა არასტაბილურია და თუნდაც ამ ერთ საანგარიშო წელში ვარდნა-მატებას შორის სხვაობამ, ლამის 70 თეთრი შეადგინა. ამიტომ, ექსპერტების აზრით, მატება გარდაუვალია და მოიმატებს როგორც გაზი, ასევე ელექტროენერგია და წყალი. თუმცა, აქვე დავამატებთ, რომ ერთი შეხედვით, ეს მატება უმნიშვნელო იქნება, მეოთხედი ან ნახევარი თეთრი, რაც წესით, „სათქმელადაც არ ღირს“, მაგრამ საქართველოს მოსახლეობაზე რომ გადავიანგარიშოთ, თვეში მილიონები გამოვა.ისიც ვთქვათ, რომ ამას წინათ, ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს წამოსცდა, მოსახლეობა უფულობაზე ტყუილად წუწუნებს, მხოლოდ სუნამოებში წელს 16 მილიონზე მეტი დავხარჯეთ და ახალ წლამდე ეს ციფრი 20 მილიონამდე ავაო. ჰო, საქართველოს მოსახლეობამ გასულ 9 თვეში 16 მილიონი ლარის სუნამოები შეიძნა და ხელისუფლების ლოგიკით, როცა ამის ფული გაქვს, გაჭირვებაზე არ უნდა იწუწუნო.

მომავალი წლიდან, საჯარო მოხელეებისთვის და ძალოვანი უწყებებისთვის გაზრდილ ხელფასებსა და პენსიებს, სახელმწიფო ვერსაიდან ვერ მოიტანს, ანუ ეს ფული როგორმე… ისევ მოსახლეობისგან უნდა ამოიღოს. ჯარიმებითა და გადასახადებით, ბიუჯეტში სოლიდური თანხები კი შედის, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. ამიტომ, ჯარიმების გაზრდის გარდა, შემოვა ახალი. ავტომობილების გამონაბოლქვზე უკვე გითხარით, გარე ვაჭრობაზეც მოგახსენეთ (ეს საკითხი უმწვავესად დადგება მოსახლეობის წინაშე და სერიოზული პროტესტის მოჰყვება). მომავალი წლიდან იგეგმება პრაქტიკულად ყველა ობიექტის შემოწმება და განსაკუთრებული დარტყმის გადატანა სამედიცინო სექტორს მოუწევს – კლინიკების არც თუ მცირე ნაწილს, ლიცენზიებსაც კი შეუჩერებენ და მიზეზი ის გახლავთ, რომ პანდემიის დროს არანორმალურად გაზრდილი საწოლ-ფონდის პირობებში, კლინიკები რეალურად ვერ ახერხებენ სიტუაციის სრულად მართვას და იმ პირობების შექმნას, რომელიც მოთხოვნილია. ცარიელი პალატები დღეის მდგომარეობით ძალიან ცოტაა (სეზონური ვირუსების გამო), მაგრამ ზაფხულში ასე აღარ იქნება.

სამედიცინო სფერო შემთხვევით არ გვიხსენებია. ახალი რეგულაციების მიხედვით, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრომ ხმამაღლა არაფერი თქვა, საყოველთაო დაზღვევის პაკეტში შესულმა ცვლილებამ უკვე  სერიოზული პრობლემები გააჩინა. საუბარია იმაზე, რომ თუ ადრე საყოველთაო დაზღვევა სასწრაფო-გადაუდებელ ოპერაციებს სრულად აფინანსებდა, ახლა 30%-ის გადახდა პაციენტს უწევს და ისინი ამ თანხას არ იხდიან. პაციენტები ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი სმენიათ და მათთან „ომი“ კლინიკის პერსონალს უწევს.

„ჯერჯერობით, იძულებული ვართ, არაერთი პაციენტი, რომელიც სასწრაფოს შემოჰყავს და საოპერაციოა, შინ უფასოდ გავუშვათ და მხოლოდ იმ 70%-ს დავჯერდეთ, რომელსაც სახელმწიფო გვიხდის. არავის სურს გადახდა, ყველა ამბობს, რომ ფულს სახელმწიფო იხდის და ჩვენ ვიტყუებით, არადა, რეგულაციები შეცვლილია და ხელისუფლება ამას არ ამბობს. როდემდე შევძლებთ ასე, ვერ გეტყვით, მაგრამ პრობლემა არსებობს და ეს პრობლემა მოსაგვარებელია“,-გვითხრა ერთ-ერთი კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა.

დასასრულ – პური ჩვენი არსობისა. რუსული ბაზრის ამუშავების შემდეგ, ეს პრობლემა თითქოს მოგვარდა, მაგრამ რუსული მხარე კვლავ უარზეა ხორბალი გაყიდოს (არამარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად, ხორბლის გაყიდვას არ აპირებს ჩრდილოელი მეზობელი) და ისევ ფქვილის შემოტანა გვიწევს. ამის მიუხედავად, ფქვილით მომარაგება უპრობლემოდ მიმდინარეობს და ჯერჯერობით ფქვილი მხოლოდ სახმელეთო გზით შემოდის. აი, ზამთარში, ლარსის გამშვები პუნქტი დიდთოვლობის და უგზოობის გამო რომ ჩაიკეტოს, მერე გვექნება თავში საცემი, თუმცა პურის მცხობელები გვაიმედებე, ორკვირიანი მარაგი მუდმივად გვაქვს (ფქვილთან მიმართებაში, უფრო მე ტი მარაგის შექმნა ვერ ხერხდება), ორი კვირით კი გზა არანაირად არ ჩაიკეტებაო… რა ვიცი, რა ვიცი,  საქართველოს, ცენტრალური ევროპის არ იყოს, იოლი ზამთარი ნამდვილად არ ელოდება და აღარ მიკვირს, როცა მოსახლეობა თადარიგს იჭერს და თითქოს არაფრის გამო, ფქვილს ტომრებით ყიდულობს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved