• რეკლამა
  • კონტაქტი
10:06, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველა ახველებს და იწკვინტლება… არაყს ან ვისკს დავკრავ, სანამ მამალი ფრანგული ბაცილა ავიკიდე“ – რას წერს ლალი მოროშკინა საფრანგეთიდან

ალია ავტორი - ალია
20:47 12-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,047

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა საფრანგეთიდან წერს:

„მატარებელი
პარიზი-კანი.
გავართე ფიქრი და გთავაზობთ დასკვნას:
საოცრად თბილ,თავაზიან და ვაჟკაცურის სულის ფრანგებს ოდას მივუძღვნიდი…
მიყვარს ეს ქვეყანა და ეს მშრომელი ხალხი,
ჩვენსავით ვაზზე და ტრადიციებზე შეყვარებული!
აქ არავინ არავის საწოლში არ უძვრება,სამაგიეროდ პირველივე დაძახებაზე მზად არიან დახმარების ხელი გამოგიწოდონ.
1.ვსხედვართ ჩათბუნებულები,იმიტომ რომ ცივა და საზ.ტრანსპორტი აღარ თბება.ყველა კარგ ხასიათზეა!
2.სასტუმროების დიდი ნაწილი ზამთრის სეზონზე იხურება,რადგან ენერგო რესურსი გაცილებით ძვირი უჯდებათ,ვიდრე ნომრის საფასური,მაგრამ სახელმწიფოს არ ადანაშაულებენ.
3.მაღაზიების დიდი ნაწილი დაიხურა, შუქის და გაზის ტარიფის მომატებული გადასახადების გამო.მაგრამ არავინ არ წუწუნებს!
4.პარიზის ცენტი,ოპერის ჩათვლით არ ნათდება,მხოლოდ კომერციული,Lafayett -ის მსგავსი ცენტრები აძლევენ საკუთარ თავს ამ ფუფუნების უფლებას.სამაგიეროდ იგივე Lafayett- მა გაითვალისწინა პარიზის მერიის არასახარბიელო მდგომარეობა და საკუთარი ვიტრინები სრულად დაუთმო საბავშვო სპექტაკლებს და თოჯინების თეატრებს!
რაც მთავარია ბავშვებმა არ უნდა იგრძნონ კრიზისი!
5. პირველადი მოხმარების საგნებზე და სამომხმარებლო კალათაზე,ფასები საგრძნობლად დაწეულია-ესეც კერძო სავაჭრო ცენტრების ადამიანობის და ტოლერანტულობის მაჩვენებელია!
6. მიუხედავად აეროპორტებში და სადგურებში პერმანენტული გაფიცვების და გრაფიკების არევის,ხალხი ისეთივე მომღიმარი და თავაზიანია.
7. არავინ არ ლაპარაკობს პოლიტიკაზე,არავინ არ უყურებს საინფორმაციოს,ყველა ცდილობს ეს რთული ზამთარი დამატებითი სტრესის გარეშე “გადააგოროს”.
8. უყვართ სპორტი,განსაკუთრებით ფეხბურთი და ყოველი თამაში ახალი დღესასწაულის საბაბია,ამიტომაც იგებენ!
9.აქ ყველაფერს ხედავენ და ამჩნევენ,მაგრამ მოპარულ კრუასანზე და სოსისზე ადამიანებს ციხეში არ უშვებენ,რადგან თვლიან,რომ უპოვართ უნდა დაეხმარო.
10. კვირაობით ეკლესიებში სიამოვნებით დადიან დიდებიც და პატარებიც,იქვე სხდებიან და საუბრობენ, განვლილ კვირაზე,სამომავლო გეგმებზე,გატეხილ გულზე,თუ ახალ სიყვარულზე
11. ძაღლები აქაც უყვართ და იმის შეხსენება არ ჭირდებათ,რომ ერთჯერადი პარკები და ჰიგიენა უმთავრესია!
12.და ბოლოს,ოი ლა ლა…
ფრანგები სიყვარულისთვის იბადებიან და ეს თავბრუდამხვევი გრძნობა და ვნების მოტკბო სურნელი უმარტივებთ ყოფას და ურთულეს ზამთარს…
P.S. ყველა ახველებს და იწკვინტლება,მალე კანში ვიქნები და არაყს ან ვისკს დავკრავ,სანამ მამალი ფრანგული ბაცილა ავიკიდე…ისე,სიცხიანები დადიან და მაინც ბედნიერები
სე ლა ვი“
თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved