• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, კვირა, 29 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყურადღება! შეუძლებლად მიმაჩნია გავჩუმდე და არ გამოვააშკარავო სიმართლე!” – მარიამ კუბლაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:31 07-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,311

ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი:

“ყურადღება!

არაერთგზის უსამართლობის და დაუნდობლობის შემხედვარეს ახმეტის რაიონში, შეუძლებლად მიმაჩნია გავჩუმდე და არ გამოვააშკარავო სიმართლე რაც ხდება და როგორ იკანონებენ ახმეტის რაიონის მიწებს გამგეობის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ან/და დაკავშირებული პირები. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია

სამწუხაროა, რომ ხალხი არავის ადარდებს და მდიდრდებიან ერთეულები. ბატონ – ყმობის დროა და ვერავინ ბედავს ხმის ამოღებას. აქ ყველაფერი იყიდება! დროა სიმართლე გამოაშკარავდეს და პასუხი აგოს ხარბმა სიხარბისთვის! ვის ედარდება რაიონი და ვინ თავის ჯიბისთვის იბრძვის რეალურად ყველამ ვიცით, მაგრამ პასუხს ვერავინ თხოვს ყველა მთავრობას მორგებულ, გამდიდრებულ ადამიანებს, ყველა სიმართლის მთქმელი იჩაგრება! მე პირადად ბრძოლა გამომიცხადეს, საკუთარ მამაპაპისეულ სახლში რემონტი დავიწყე და გამგეობის თანამშრომელი და დეპუტატის წარმომადგენელი ჩემი მეზობელი მე მემუქრება, რომ ჩემ სახლში ბლოკს ვერ დავდებ. სასაცილოა, ვიწყებ გამოძიებას. უნდა გავაგებინო ყველას რა სიბინძურეშიცაა ჩაფლული ახმეტის რაიონი! რაიონი, რომელიც ჩემი წარსულია, მამაა, დედაა და ბავშვობაა და მტკივა…….!

ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის ახმეტის ბიუროს ირაკლი ქადაგიშვილი / Irakli Kadagishvili უფროსი პლანის მოწევით გაჟღენთილი ვინმე გიორგი ახმეტელია, რომელსაც მემკვიდრეობით გადაეცა თანამდებობა და გარანტირებული სამსახური ახმეტის გამგეობაში. რატომ?

გიორგის მამა – ცეზარ ახმეტელი შევარდნაძის დროს ახმეტის რაიონის ორგზის დეპუტატი, ასევე, გამგებელი იყო. მან ,,შეჭამა” ახმეტა, დაიკანონა უამრავი მიწის ნაკვეთი და რაც მთავარია, ბევრად საინტერესო ინფორმაციას ახლა მოგახსენებთ

ცეზარი, ახმეტაში ჩემი მომიჯნავე მეზობელი იყო. ცხადია გიორგიც. ცეზარის პირველი ცოლი მამიდაჩემია, რომელიც გარდაიცვალა. ცეზარი დაეპატრონა მამიდის სახლს და იქვე ყოფილი ცოლის სახლში მოიყვანა ცოლი, შეეძინათ შვილები, ბატონი გიორგიც დედინაცვალმა ცეზარის და მამიდაჩემის შვილი სახლიდან გააგდო, მიითვისეს მამიდის ქონება სრულად, მათ შორის ბინები ვაკეში და ჩვენ მიწასაც დაადგეს თვალი. ჩემი მამიდაშვილი დღეს ქუჩაშია, ბინა არ აქვს…მთელი ბავშვობა დავაში გავატარეთ, გააყალბა ცეზარმა თავისი ძალაუფლებიდან გამომდინარე დოკუმენტი თითქოსდა ჩვენი მიწა მას ეკუთვნოდა, ასევე, ისარგებლა მამაჩემის გარდაცვალებით და ობლებს და ქვრივ დედაჩემს ებრძოდა ძალაუფლებით. ეს დოკუმენტი არარა აქტად იქნა ცნობილი მადლობა Shaqro Terterashvili ამას არასდროს დაგივიწყებ! მოკლედ, ვეღარ წაგვართვა მიწა, სამართალმა იზეიმა

და რა ხდება დღეს, გარდაცვლილი მამიდის სახლში ჩასახლებული ოჯახი კვლავ აგრძელებს ჩემთან ბრძოლას. ამჯერად გიორგი ძალაუფლებას იყენებს, მამის გზას ადგას. მოიპოვა ინფორმაცია როდის მივმართე მერიას, როდის რა ნებართვა მაქვს და ა.შ. და დედის სახელით შეტანილი აქვთ უსაფუძვლო სარჩელი საჯარო რეესტრის წინააღმდეგ, თითქოს 80 – იან წლებში მამაჩემის აშენებული სახლი და ჩვენი მიწა ამ უსირცხვილო ხალხის ეზოში ზედდებით გადადის, რადგან გამიჩერონ ნებართვა და ამიკრძალონ მშენებლობა.

ახმეტის მერიამ ყველა ,,პრიკაზი” შეუსრულა დეპუტატის ბიუროს უფროსს. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია გახსოვდეთ, ამ ცხოვრებაში ჩვენი ოჯახი ბრძოლით მოვედით, ჯერ კიდევ დეპუტატი გვებრძოდა ობლებს, არ ხართ სწორი და რამდენ უკანონობასაც სჩადით ახლა დაითვალეთ უნდა გამოვამზეურო. მასალები გროვდება და გროვდება! ჩამოვალ ახმეტაში და სათითაოდ ყველა შენობას გადავიღებ. კანონი იყოს ყველასთვის, გიორგის ნაცნობობით ,,დასმაზე” აუცილებლად მოგეთხოვებათ პასუხი!

#არამემკვიდრეობითთანამდებობებს! ნეპოტიზმს! არა უსამართლობას!!!!!!!!”

თეგები: მარიამ კუბლაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved