• რეკლამა
  • კონტაქტი
18:46, სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყოველთვის, როცა აგვისტოს ომზე ვფიქრობ, მახსენდება გვარამიას ნათქვამი…” – ბონდო მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:16 08-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი:

“ყოველთვის, როცა 2008 წლის აგვისტოს ომზე ვფიქრობ, მახსენდება გვარამიას ნათქვამი, რომ 21-ე საუკუნე არის არა ფაქტების, არამედ აღქმების საუკუნე.

ამ ზოგადი ფრაზით გვარამიამ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკა მთლიანად გააშიშვლა.

თუ გავიხსენებთ, რამხელა აცდენა იყო ფაქტებსა და იმ აღქმებს შორის, რომლის შექმნასაც სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ცდილობდნენ და ცდილობენ, თუ გავიხსენებთ 2008 წლის აგვისტოს დღეებს, დავრწმუნდებით, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ ფაქტების აღქმებად ქცევა იყო.

ასე მოხდა აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც.

ალბათ, ყველას გახსოვთ, როგორ უტიფრად ცდილობდნენ გამარჯვების აღქმის შექმნას იმ დროს, როცა ჩვენი გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ჯერაც ღია ცის ქვეშ, თაკარა მზეზე იხრწნებოდა, და მაშინაც, როცა რუსეთმა, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, სოხუმის და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა!

ნაციონალური მოძრაობის და მისი განშტოებების აღქმით, 2008 წელს საქართველომ გაიმარჯვა, ფაქტი კი ის არის, რომ საქართველო მწარედ დამარცხდა!

ამ დამარცხების სიმწარე კიდევ დიდხანს გვემახსოვრება, ხოლო თუ მას სიღრმისეულად არ გავიაზრებთ, საქართველოს დეოკუპაცია თვალსაწიერ მომავალში შეუძლებელი იქნება!

გვახსოვდეს და გავიაზროთ, რომ დავიბრუნოთ!”

თეგები: ბონდო მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
არქი
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე – მხოლოდ 24 ოქტომბერს!

14:58 10-06-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

13:55 10-06-2026
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო

13:22 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved