• რეკლამა
  • კონტაქტი
12:07, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა

ალია ავტორი - ალია
12:37 06-18-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

მაისის წმინდა სავალუტო შემოდინებების მაჩვენებელი, აპრილთან შედარებით, გაიზარდა, რაც ძირითადად სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების შედეგი იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უკვე სეზონური ფაქტორების გამორიცხვითაც, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, 14 ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით ტურისტულ შემოსავლებში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. თავისთავად, წინაწლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, გასული თვეების მსგავსად, ზრდა კვლავ მაღალია. მიგრაციის ეფექტისა და გზავნილების კუთხით, დინამიკა მოლოდინების შესაბამისია და რაიმე მნიშვნელოვანი გადახრა არ იკვეთება.

აღნიშნული, უფრო მეტი დამაჯერებლობით მიუთითებს ჩვენს ბოლოდროინდელ შეფასებაზე, რომ ლარის კურსზეზეწოლა სენტიმენტებით იყო გამოწვეული, ვიდრე წმინდა სავალუტო შემოდინებების არასაკმარისი ოდენობით, რაც სავალუტო ბაზარზე იმოქმედებდა. ამ ფონზე, ვფიქრობთ, რომ ლარის კურსის ჩვენი დიდწილად ნეიტრალური მოლოდინის მხრივ, შედარებით უფრო გამყარების არგუმენტები გამოიკვეთა, ისევე როგორც, შეიძლება ითქვას, 2024 წლისათვის ეკონომიკური ზრდის 6.8%-იანი მაჩვენებლის კუთხითაც. 

ამასთან, ასევე საყურადღებოა, რომ პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება დაფიქსირდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი გასული წლის ამავე პერიოდში დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელებულმა დიდი მოცულობის ტრანზაქციამ შეიტანა. ამავდროულად, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთასაშუალო ნომინალური ხელფასი წლიურად 13.2%-ით, ხოლო, შემცირებული ინფლაციის ფონზე, რეალურ გამოხატულებაში 12.9%-ით გაიზარდა.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006368-weekly-update-from-the-chief-economist

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved