• რეკლამა
  • კონტაქტი
13:38, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ყოველჯერზე როცა მსგავსი ბოდვები მესმის და იქვე აყოლებენ იურისტი ვარო, მე პირადად პროფესიული ღირსება მელახება” – თინა ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
14:29 05-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,157

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:

,,ორი დღეა ქვეყანაში განსაკუთრებული ინტენსიურობით მიმდინარეობს სრულიად ყალბი დილემების შექმნა და მათზე კამათი.
ჯერ ერთმა ჭკუის კოლოფმა სრული ბოდვა შემოგვთავაზა პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების შესახებ, და ხალხი სერიოზულად განიხილავდა მისი სიტყვების ნიუანსებს.
შემდეგ კი მეორე ჭკუის კოლოფმა ისეთი ბოდვის ბოლი დააყენა სიტყვის / გამოხატვის თავისუფლების – ღირსების უფლებასთან შეპირისპირებაზე ორი საუკუნეა ყველაზე შლეგ რეჟიმებშიც კი საჯაროდ რომ არავის უთქვამს.
ხალხო!!!
ნუ აყვებით ამ სიშლეგეში!!!
დედააზრი, არსი და მიზეზი ამ სიშლეგის სწორედ ეს არის – არ არსებული დილემების ნორმალიზაცია მოხდეს, მასზე ხალხმა სერიოზული სახით დაიწყოს კამათი და ამ კამათში ვეძებოთ გამოსავალი, მაშინ როცა თუკი ქვის ხანაში არ ვბრუნდებით, არსებობს ცნებები, სამართლებრივი დებულებები, დაცული სიკეთეები რომელზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმებული და შეჯერებულია.
და ნუ იმორცხვებთ როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ყალბი დილემებით გესაუბრებიან 🙁
და მაინც თუ გაინტერსებთ რას ნიშნავს სახელმწიფოს მიერ დაცული “ღირსება”, ადამიანის უფლებების ყველა ძირითადი აქტი / კონვენცია / დეკლარაცია ამ საკითხზე ცალსახა პასუხს სცემს.
1. ადამიანის ღირსება, როგორც ცალკე უფლება, არ არსებობს! მას ვერ იპოვით ვერც ერთ კონვენციასა თუ დეკლარაციაში.
2. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ის არის საფუძველი ყველა უფლების და თავისუფლების და ეს უფლება-თავისუფლებათა გრძელი სია წარმოადგენს სწორედ ადამიანის ღირსების კომპონენტებს.
3. ადამიანის ღირსების ყველა, სახელმწიფოს მიერ დასაცავი კომპონენტი ამ კონვენციებში დეტალურად არის გაწერილი – ღირსეული ცხოვრებისთვის ღირსეული სამუშაო პირობები, განათლება, ჯანდაცვა და სხვა.
4. “All human beings are born free and equal in dignity and rights.” აცხადებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის დაბადებით თავიუსფლება და თანასწორობა არის გამოცხადებული სწორედ ღირსებისა და უფლებების მსაზღვრელად.

ყველაფერი სხვა სუბიექტურია და ადამიანის შეფასების საქმეა. მაგალითად, ყოველჯერზე როცა მსგავსი ბოდვები მესმის და იქვე აყოლებენ იურისტი ვარო, მე პირადად პროფესიული ღირსება მელახება და როგორ უნდა დამიცვას ეხლა ვინმე გორდელაძემ? 🙁
ამ თემაზე ძალიან, ძალიან ბევრი შემიძლია ვწერო! ათასობით წიგნი დაწერილა იმის განსამარტად რატომ არ არსებობს არც ერთ საერთაშორისო უფლებათა აქტში ღირსების უფლება როგორც ცალკე უფლება, მაგრამ fb-ს პოსტი ამგავრი გრძელი ფილოსოფიური დისკუსიების ადგილი ალბათ არ არის.
მხოლოდ იმაზე დაფიქრდით, 2 საუკუნის მანძილზე, ამხანაგი გორდელაძე ან ამხანაგი მამუკა პირველნი არიან თუ არა. ვინც ღირსების დაცვის მისიით დაკავდა? და თუ თქვენი პასუხია ალბათ არა, მაშინვე მიხვდებით რაშია საქმე.”

თეგები: თინა ხიდაშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved