• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყოველდღე ტალახში გორაობს ოპოზიცია და მათთან გაერთიანება იმას ნიშნავს, რომ შენც ტალახში გაგორდე“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
23:02 11-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
360

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე

– ამ წელიწადმაც ჩაიარა, ბატონო დათო და ოპოზიციმ, მუქარის მიუხედავად, ვერაფერი დააკლო ხელისუფლებს. სამომავლოდ რა უნდა გააკეთოს  ოპოზიციამ, რომ შეცვლოს ხელისუფლება?

– ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს, რომ ემიგრანტებს დისტანციურად, ბლოკჩეინის მეშვეობით,  არჩევენებში მონაწილების უფლება მიეცეთ. ემიგრაცია შესცვლის ხელისუფლებას. ოპოზიცია აქ ვეღარაფერს გააკეთებს. ჯერ აღარც რესურსი აქვს, იმიტომ, რომ იმდენჯერ ივაჭრეს ხელისუფლებასთან, იმდენჯერ გაყიდეს ხალხის ინტერესები, მგონი, ზოგი არ აღიარებს, მაგრამ რცხვენია, ოპოზიციონერი რომ ჰქვია. მერე, ხალხის ამდენჯერ „გადადგებით“, ამ ხალხის ნდობა დაკარგეს. ხალხი ყოველდღე უყურებს იმ მასხარაობას, იმ კომედიებს, რასაც ოპოზიცია  აწყობს. ოპოზიციის  სიტყვას არანაირი ძალა აღარ აქვს. ბოლოს ცხელ შემოდგომას შეპირდნენ ხალხს და ერთი საპროტესტო აქცია არ გაუმართავთ. თბილად სხედან პარლამენტში, საკრებულოებში, თავად არაფერი აკლიათ და ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. კულუარულად თუ გაიკითხავთ, უცხოური ვოიაჟების დროს,  „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთადაც მშვენივრად ერთობიან ოპოზიციონერი დეპუტატები. მოკლედ, თუ ემიგრანტებმა არ მიიღეს დისტანციურად არჩევნებში მონაწილეობა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს „ქართული ოცნება“. გაყალბებით, ხალხის დაშინებით, შანტაჟით, მოსყიდვით და ათასი უბედურებით. ამ გზით კი  დიდი შანსია, ხმების 70% წაიღონ და ოპოზიცია გაღიმებული დატოვონ.

– ოპოზიციის გაერთიანებასაც აზრი დაეკარგა, რადგან ეს დისკრედიტირებული ოპოზიცია, გინდ გაერთიანებულა და გინდ – არა.

– ყოველდღე ტალახში გორაობს ოპოზიცია და მათთან გაერთიანება იმას ნიშნავს, რომ შენც ტალახში გაგორდე მათან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის „ქართული ოცნების“ განაყოფი. ის ხალხი, ვინც 2012  წელს იყო „ქართულ ოცნებში“, ყველა წამოვიდა ან გამოუშვეს, რადგან მონებად მუშაობაზე უარი თქვეს. გადახედეთ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო და  საკრებულოების სიებს, ყოფილი „ნაციონალებით“ არის გატენილი. სააკაშვილი მოიშორეს და ახლა, ერთად ძალიან ტკბილად არიან, ერთად ძარცვავენ ქვეყნას და ანგრევენ.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved