პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგს, სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.
გამზარდია იმ საკითხებს აკონკრეტებს, რომელსაც პრეზიდენტის გამოსვლაში ეთანხმება ან არ ეთანხმება.
„1. საარჩევნო პროცესის შეფასებაზე პრეზიდენტს არ ვეთანხმები.
2. ვაქცინაციის თემაზე პრეზიდენტს ვეთანხმები.
3. იუსტიციის საბჭოს თემაზე პრეზიდენტს ვეთანხმები.
4. ყოფილი პრეზიდენტის თემაზე ნაწილობრივ ვეთანხმები.
5. ასე გვიან ამ თემებზე ბრიფინგის მოწვევაზე არ ვეთანხმები, არაფერი იყო საგანგებო,“- წერს არჩილ გამზარდია.
ცნობისათვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმე აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.














კომენტარები