“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი სალვა ნათელაშვილი სამთავრობო ცვლილებებს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმიანება და წერს:
“კიდევ ერთი ბანკირი. ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრად. თანაც კლიენტთა მომსახურების მენეჯერი რაც ხალხისთვის სულის ამოხდას და ბინა-ქონების წართმევას ნიშნავს. ყოჩაღ ივანიშვილს. ასე არც ერთ მტერს საქართველო არ დაუჩმორებია ჯერ. უსახო ზალკალიანი ივანიშვილის და კრემლის ინფორმატორად ვაშინგტონში. ყოჩაღ ამერიკასაც. მოუფრთხილდით, მოეფერეთ ივანიშვილს, არ გაცივდეს, არ დააცემინოს. ქართველი ხალხი ჭირსაც წაუღია. ამ პატარა ჩვენს საამაყო ქიზიყში კი ამდენი სამთავრობო ბიძინისტ-პარაზიტი როგორ დაიბადა პირდაპირ საოცარია”
კომენტარები