ღამით, 17 ოქტომბერს, ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა. არსებული ცნობებით, დარტყმები მიიტანეს რუსული საოკუპაციო ძალების ობიექტებზე.
ტელეგრამ-არხის „Крымский ветер“ ინფორმაციით, ღამით გვარდისკოეს დასახლება უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) დაიბომბა. შეტევის შედეგად ნავთობბაზაზე ცეცხლი გაჩნდა. სროლა და აფეთქებები დაახლოებით 02:40 საათზე დაიწყო.
სავარაუდოდ, იყო დარტყმაც სარაკეტო საბრძოლო მასალის საწყობზე.
გარდა ამისა, სიმფეროპოლში გაისმა სულ მცირე ოთხი ძლიერი აფეთქება.
თვითმხილველთა თქმით, ქალაქის თავზე ბოლი და ცეცხლის სვეტები აღიმართა.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი ობიექტები იქნა განადგურებული, თუმცა გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ გვარდისკოეს ნავთობბაზაზე ხანძარი გამძაფრდა დილის საათებში, ხოლო შავი კვამლი აღინიშნებოდა სიმფეროპოლშიც.
კომენტარები