• რეკლამა
  • კონტაქტი
04:26, პარასკევი, 5 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყელში სწვდა, ახრჩობდა, აქციის მონაწილეებმა იხსნეს”- რა განცხადებას აქვეყნებს “იმედი”?

ალია ავტორი - ალია
17:29 11-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

ტელეკომპანია „იმედი“ 8 ნოემბრის აქციისა და ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ თავდახმისა და ძალადობის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„2020 წლის 8 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედი“ პროფესიული სტანდარტისა და ჟურნალისტური ეთიკის სრული დაცვით აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, მოგვიანებით კი ცესკო-ს შენობასთან დაწყებულ საპროტესტო მღელვარებას, რომლის დროსაც, „იმედის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, ოპოზიციის ლიდერების მხრიდან განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა. რომ არა პოლიცია, არავინ იცის, რა შედეგით დასრულდებოდა 8 ნოემბერი „იმედის“ თანამშრომლებისთვის.

აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ანუკი გუმბერიძეს. მას აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყელში წვდა და მის დახრჩობას ცდილობდა. ანუკი აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა იხსნა საფრთხისგან. აგრესიის და ჩაგვრის ობიექტი იყო ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე. მას თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და მუქარის ფონზე უხდებოდა მოვლენათა ეპიცენტრიდან მუშაობა. „იმედის“ ჟურნალისტის ყველა კითხვას, ცინიზმითა და აგრესიით პასუხობდნენ ოპოზიციის ლიდერები. გიგი უგულავა ჟურნალისტ რუსა შელიას ლამის ფიზიკურად გაუსწორდა და აქციის მონაწილეები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში ქვებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, თავისი ქცევით წაახალისა, რომ მომხდარიყო ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო პერიოდში გახშირდა ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლა, შეურაცხმყოფელი რეპლიკები და მუქარა, რომ როგორც კი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, „იმედს“ დახურავენ. ტერორმა კამპანიის სახე მიიღო სოციალურ ქსელებშიც: „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ აქტივისტები, ხშირად ყალბი გვერდებით, თავს ესხმიან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს და ავრცელებენ ფეიკ-ნიუსს „იმედის კვირისა“ და „იმედინიუსის“ სახელით.

ჟურნალისტების შეურაცხყოფაში მონაწილეობდნენ ის ფიგურები, რომელთა ანგარიშზეცაა 2007 წლის 7 ნოემბერს მოქალაქეების უმოწყალო დარბევა და ტელეკომპანია „იმედის“ ეგზეკუცია. ეს უპასუხისმგებლო ლიდერები დღესაც აგრძელებენ ბულინგისა და სიძულვილის ენის გამოყენებას და მედიის დაშინებას, რაც აფერხებს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას და ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს – დემოკრატიულ მედიაგარემოს.

ტელეკომპანია „იმედი“ სოლიდარობას უცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის ჟურნალისტებზეც ანალოგიურად ხორციელდება ზეწოლა და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში, დიპლომატიურ კორპუსს, რომ სკრუპულოზურად შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მედიაზე განხორციელებული ტერორის ფაქტებზე.

ტელეკომპანია „იმედი“ არ შეცვლის თავის სარედაქციო პოლიტიკას და კვლავინდებურად გააგრძელებს პროფესიული სტანდარტის დაცვით მუშაობას. #აქიმედია #გარეჯისაქართველოა!“, – აღნიშნულია „იმედის“ განცხადებაში.

თეგები: 2020 არჩევნებიაქციაიმედი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved