საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთში მიმდინარე არეულობების ფონზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი.
„როგორც ცნობილია, მანგისტაუს ოლქში და ალმატიში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი. რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს. ხოლო ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58 , “- უთხრეს ნეტგაზეთს უწყებაში.
კომენტარები