“ყაზახეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვინაა პრემიერი ან მთავრობის შემადგენლობას” – წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი სალომე სამადაშვილი.
“მთავრობა გადააყენა პრეზიდენტმა -ძალაუფლების შესანარჩუნებლად;
ძალაუფლების რეალურად მფლობელები რჩებიან იგივე, ახლაც და სავარაუდოდ, კიდევ დიდ ხანს.
ისე, ინფორმაციისთვის, თვითგვემას სანამ დავიწყებთ – ყაზახებმაც მოახერხეს და ჩვენ რა გვჭირს.”- წერს სამადაშვილი.
ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
კომენტარები