სამეგრელოში ყაჩაღობის ბრალდებით 24 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 იანვარს, ზუგდიდში ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს, იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბ.გ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული”- წერს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.














კომენტარები