05:14, სამშაბათი, 22 ივლისი, 2025

“ქეთი, 23 წლის, მანდატურმა უჩივლა და ციხეში გაუშვეს – რამდენჯერაც ქალის სადღეგრძელოს დალევთ, იმდენჯერ არ გაიხარეთ და იმდენჯერ ამოწყდით!” – რუსკა ბუზიაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, რუსკა ბუზიაშვილი:

ქეთა დაუდიშვილი,
23 წლის (ჩემი ტოლი)
საქალაქო სასამართლოს მანდატურების უფროსმა, დავით მატიაშვილმა უჩივლა,
შეურაცხყოფა მომაყენაო,
შსს ითხოვდა 4000 ლარიან ჯარიმას,
სანქცირებულმა მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ, 2 დღით
ციხეში გაუშვა!
ჯარიმებით ვეღარ ვაშინებთო…
ღმერთო, ისე არ მომკლა მატიაშვილი
და ცაცუა ხელბორკილით რომ არ ვნახო…
რამდენჯერაც ქალის სადღეგრძელოს დალევთ, იმდენჯერ არ გაიხარეთ და იმდენჯერ ამოწყდით!
Qeta Daudishvili მიყვარხარ და ბოდიშო, დღეს რომ გვერდით არ გყავდი.

აქტივისტ ქეთა დაუდიშვილს სასამართლომ, 2-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

შსს მის დაჯარიმებას ითხოვდა. ქეთა დაუდიშვილს მანდატურების უფროსის, დავით მატიაშვილის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

მანამდე, აქტივისტმა განაცხადა, რომ ზვიად რატიანის პროცესის დროს, ის დავით მატიაშვილმა ძალის გამოყენებით გამოაძევა, შემდეგ კი აქეთ უჩივლა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი