• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ალია ავტორი - ალია
15:53 08-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
790

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები ხორციელდება. ამჟამად, ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება.

მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს, რის გამოც, 29 აგვისტოს 07:00 საათიდან 4 სექტემბრამდე, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ბოჭორმის ქუჩიდან და მეტროსადგურ „ისნიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებები კი ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით ვერ იმოძრავებენ.

სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით – ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩების გამოყენებით,  ხოლო მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის საშუალებით.

ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მეტროსადგურ „ისნიდან“ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას ჩაჩავასა და აწყურის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, ხოლო ბოჭორმის ქუჩაზე გადაადგილება  მეტროსადგურ „ისნიდან“ დასაშვები იქნება  ჩაჩავას ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩების გამოყენებით.

ბოჭორმის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ თელავის, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების დახმარებით.

სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები: N305, N309, N325, N333 და N393 მეტროსადგურ „ისნიდან“ მოძრაობას ორთაჭალის მიმართულებით – ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკისა და გულიას ქუჩების გავლით განაგრძობენ, ვახტანგ გორგასალის ქუჩით დაუკავშირდებიან ევროპის მოედანს, გადაინაცვლებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე და მარშრუტს ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ ვახტანგ გორგასალის, გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გამოყენებით, დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „ისანს“ და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

N337 ავტობუსი ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მოძრაობას აწყურის ქუჩაზე განაგრძობს, კახეთის შესახვევით ნავთლუღის ქუჩაზე გადაინაცვლებს, ჰოლბრუკისა და გულიას ქუჩების გავლით კი, გორგასალის ქუჩას და ევროპის მოედანს დაუკავშირდება, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობს ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე და  ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩამდე მიიყვანს. ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან  დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, N337 ბარათაშვილის ქუჩიდან გორგასალის, გულიას, ჰოლბრუკისა და  ნავთლუღის ქუჩებით დაუკავშირდება მეტროსადგურ „ისანს“, შემდეგ სვლას განაგრძობს ჩაჩავას, აწყურისა და კაჩინსკის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით. კახეთის გზატკეცილიდან ავტობუსი უკვე არსებული სქემით იმოძრავებს.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N462, N472, N528, N534 და N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას ჩაჩავას ქუჩაზე განაგრძობენ, აწყურის ქუჩით დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას, რის შემდეგაც, ზურაბაშვილის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და დადგენილი მარშრუტით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ალექსანდრე წურწუმიასა და ზურაბაშვილის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებენ, აწყურისა ქუჩით და კახეთის ქუჩის შესახვევის გავლით, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved