• რეკლამა
  • კონტაქტი
09:15, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება

ალია ავტორი - ალია
15:14 01-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ქეთევან დედოფლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება, ავლაბრის მოედნიდან, თელავის ქუჩის კვეთამდე. – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 
20 იანვრიდან, 4 თვის განმავლობაში, ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „სამასი არაგველის“ მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ალ. წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით.
ხოლო მეტროსადგურ „სამასი არაგველიდან“ ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებები გადაადგილდება თელავისა და ალ. წურწუმიას ქუჩების გამოყენებით. ასევე, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გავლით, მარცხენა სანაპიროზე და შემდეგ ნ. ბარათაშვილის აღმართზე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:ავტობუსები N2, N25, N37, N39, N43 იმოძრავებს თელავის ქუჩის გადაკვეთამდე. მარცხენა მოხვევით მოძრაობას გააგრძელებს ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგ ნოე ჟორდანიასა და 300 არაგველის ხიდის გავლით დაუკავშირდება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროსა და ევროპის მოედანს. ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის გავლით მგზავრებს მიიყვანს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე.
უკუმიმართულებით მოძრაობისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდება ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე. 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით დაუკავშირდება ლეხ კაჩინსკისა და ქეთევან დედოფლის გამზირს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით.მიკროავტობუსები N2, N34, N62, N68, N117, N120, N170 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ თელავის ქუჩის მიმართულებით. ალექსანდრე წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „ავლაბარს“, რის შემდეგ გადაადგილდებიან დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას გააგრძელებენ ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved