• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველმა ტენორმა რუსეთის ელჩი პარიზის ოპერიდან გააძევა

ალია ავტორი - ალია
14:11 09-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

მიხეილ ნანობაშვილი ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი იყო, რომელმაც პარიზში, რუსეთის ელჩს „გრანდ ოპერის“ დარბაზი დაატოვებინა.

მას ევროპელი მსმენელი მიშელ დარიალის ფსევდონიმით იცნობდა…

მიხეილ ნანობაშვილმა სცენაზე გამოსვლის წინ, შეიტყო, რომ კონცერტს რუსეთის ელჩი ესწრებოდა. დამსწრე საზოგადოებას მიმართა, რომ ის ვერ იმღერებდა, რადგან საპატიო ლოჟაში იმ ქვეყნის ელჩი იჯდა, რომელმაც საქართველოს ანექსია მოახდინა.

ფრანგმა მსმენელმა სტვენით დაატოვებინა რუსეთის ელჩს წარმოდგენა.

ამ ისტორიას ოპერის ცნობილი მომღერალი ვანიკო გალუაშვილი იხსენებდა.

„1924 წელს, აგვისტოს აჯანყების შემდეგ, „გრანდ ოპერაში“ გადიოდა კარმენი. დარბაზში იმყოფებოდა რუსეთის ელჩი საფრანგეთში.

წარმოდგენის დაწყებამდე, მაყურებლის წინაშე წარსდგა მთავარი როლის შემსრულებელი მიშელ დარიალი და ფრანგულ ენაზე წარმოთქვა სიტყვა:

„მე ვარ პატარა ქვეყნის, საქართველოს შვილი. ბევრმა თქვენგანმა ალბათ, არც კი იცის, თუ რაოდენ დიდი წარსულის და ღრმა კულტურის არის ჩემი სამშობლო, სადაც ახლა უმოწყალოდ ხოცავენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს.

აქ ზის იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც ეს საზარი საქმე მოიმოქმედა და სანამ ეგ უღირსი გვამი აქ ბრძანდება, მათ ჩემი სამშობლოს – საქართველოს ანექსია მოახდინეს. მე სპექტაკლს ვერ ვიმღერებ.“ – განმარტა დარიალმა.

მიშელ დარიალის სიტყვით გამოსვლას დარბაზში ოვაციები მოჰყვა, მაყურებელმა სტვენა და ყვირილი დაიწყო. რუსეთის ელჩი იძულებული გახდა, თეატრი დაეტოვებინა.

მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა მიშელ დარიალი სცენაზე. ძალიან დიდხანს ფეხზე მდგომი ფრანგი მაყურებლები ოვაციებით აჯილდოებდნენ ქართველ მომღერალს.” – იხსენებდა ვანიკო გალუაშვილი.

მიხეილ ნანობაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა საფრანგეთში. მისი გარდაცვალების თარიღიც უცნობია.

მან მუსიკალური განათლება მილანში მიიღო, იქიდან კი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1908 წელს მიხეილ ნანობაშვილი პირველად წარსდგა პარიზის „გრანდ ოპერის“ სცენაზე.

მალე ის კანადაში მიიწვიეს, კონცერტებს მართავდა ჯერ ქალაქ მონრეალში და შემდეგ – ტორონტოში. მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ის ასევე ეწვია იტალიას, ესპანეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს.

პრაიმტაიმი

თეგები: ოკუპაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved