ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ ბრიტანული საფეხბურთო კლუბი უიკომ უონდერერსი შეიძინა.
ლომთაძის კომპანიამ, Blue Ocean Partners-მა ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის კლუბის აქციების 90% ამერიკელი ბიზნესმენისგან, რობ კაუიგისგან შეიძინა.
უიკომ უონდერერსი 137 წლის წინ, 1887 წელს დაარსდა და კლუბის უმაღლესი მიღწევა ინგლისის ჩემპიონშიპში (რანგით მეორე ლიგა) გატარებული ერთი სეზონია.
Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 581-ე ადგილს იკავებს.
კომენტარები