ტოკიოში, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები, ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ამ დღეებში იაპონიის დედაქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობასთან – ტოკიოს ტელეანძასთან დააფიქსირეს. ფაქტის ამსახველი ფოტოები, სადაც ქართველი ძიუდოისტები არიან აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში თვითმხილველებმა გაავრცელეს.
ტოკიოს თამაშების მონაწილეებს ოლიმპიური სოფლის დატოვება ქვეყანაში დაწესებული კოვიდ-რეგულაციების გამო ეკრძალებათ.
საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ სპორტსმენებისა თუ დელეგაციის სხვა წევრების მხრიდან დარღვევის თითოეულ ფაქტს ყურადღებით სწავლობენ და იძიებენ.
კომენტარები