ქართველ რეჟისორს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, რეზო გიგინეიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ცნობილია, რეჟისორი სხვა კინომოღვაწეებთან ერთად რუსული კინოდაჯილდოების, კინოტავრის ცერემონიაზე იმყოფებოდა. მოგვიანებით ერთ-ერთ სტუმარს, რეჟისორ ალექსანდრ მოლოჩნიკოვს COVID-19 აღმოაჩნდა.
გიგინეიშვილის გარდა, კორონავირუსი ამ ეტაპზე ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ნიგინა საიფულაევას დაუდასტურდა.
კომენტარები