დღეს ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ადვოკატებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე, სასამართლოს განჩინება იძულებით სტაციონარში გადაყვანის და ექსპერტიზის პროკურატურამ უარყო და გადაკეთდა ამბულატორიულ ექსპერტიზად. ახალი განჩინების გარეშე, იგივე განჩინებით, ამბულატორიული ექსპერტიზა ჩაატარა. რის საფუძველზე ჩაატარა სხვა განჩინებით, სხვა პროცედურა, პროკურატურა და სასამართლო ამ კითხვას ვერ პასუხობს. გარდა ამისა, არ არსებობს რაიმე სახის ცნობა, რომ ნინო დათაშვილმა მსგავს კვლევაზე თანხმობა განაცხადა. ადვოკატის თქმით, მასთან მიიყვანეს დავით მაღრაძე, რომელიც ამტკიდებდა, რომ მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში ჩაუტარებდა ექსპერტიზას, უთხრეს, რომ მხოლოდ საუბარი სურდა და ამ საუბრის შედეგად, ახლა პროკურატურა ითხოვს, ეს გაურკვეველი წარმომავლობის დოკუმენტი მიიღოს სასამართლომ, იმ განჩინების პასუხად, რომელი განჩინებაც, სულ სხვა სახის ექსპერტიზაზე არსებობდა.
გარდა ამისა, დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, მოსამართლემ უარი უთხრა 112–ისგან ჩანაწერის ამოღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგივე ინციდენტს ეხება. ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ ეს ჩანაწერი სასამართლოს დაეხმარებოდა სიმართლის დადგენაში. პასუხად, მოსამართლემ ივარაუდა, რომ ადვოკატს 112–ის ჩანაწერები სჭირდება ნინო დათაშვილის გასამართლებლად და შემდგომ ეს ვარაუდი ჩაწერა განჩინებაში, რომლითაც უარი უთხრა ადვოკატს შუამდგომლობაზე.
წარმოუდგენელია, მართლაც, ვის გაუგია, მოსამართლევ, ადვოკატს კლიენტის გამართლება სურდეს, ხომ? სასწაულებრივი აღმოჩენაა, სკანდალურიც და პრინციპში, ექსკლუზიურიც.
გამოდის, მოსამართლე თვლის, რომ იმ ჩანაწერებში, რაღაც ისეთია, რაც ნინო დათაშვილს გაამართლებს და ამიტომაც არ უნდა მოისმინოს სასამართლომ? გამოდის, მოსამართლემ იცის, რომ სახელმწიფო უწყებაში დევს ჩანაწერი, რომელმაც შეიძლება გაამართლოს დათაშვილი და მისი მოსმენა არ სურს?
კომენტარები