ცნობილ ქართველ მომღერალს, ნათია დუმბაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ის კოვიდ-დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომღერალს ფილტვების ანთება არ აქვს, თუმცა ვირუსისთვის დამახასიათებელი სისუსტე და სხვა სახის სიმპტომები აღენიშნება.
მანამდე კორონავირუსი კიდევ რამდენიმე მომღერალს დაუდგინდა, მათ შორის ნოდიკო ტატიშვილს, თიკა ფაცაციას, სოფო გელოვანს, ავთო აბესლამიძეს და სხვ.
რაც შეეხება ნათია დუმბაძის დაინფიცირების წყაროს, მომღერალი ამბობს, რომ არ იცის კონკრეტულად ვისგან დაინფიცირდა.
კომენტარები