• რეკლამა
  • კონტაქტი
02:35, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველი გოგოს სტარტაპმა მსოფლიოს წამყვან კონკურსში გაიმარჯვა

ალია ავტორი - ალია
12:55 11-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281

ქართველი ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა.

Web Summit 1-4 ნოემბერს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა და PITCH-ის გამარჯვებულიც ღონისძიების ბოლო დღეს გამოავლინეს.

კონკურსში 100-ზე მეტი სტარტაპი მონაწილეობდა, რომელშიც გამარჯვება, საბოლოოდ, ანა რობაქიძის Theneo-მ მოიპოვა.

ეს კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა საკუთარი პლატფორმის ფართო მასებისთვის გასაცნობად.

კონკურსის გამარჯვებული Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რესურსია, რომელიც ვებდეველოპერებსა და კომპანიებს API დოკუმენტაციის შედარებით სწრაფად და იაფად შექმნას სთავაზობს.

ტექნიკური ლექსიკონის მიხედვით, API არის გამოყენებითი პროგრამების ინტერფეისი (პროგრამის კომპონენტი, რომელიც მოიცავს ფუნქციებს, კლასებსა და პროცედურებს და გამოიყენება ამავე პროგრამის სხვა კომპონენტებთან ან გარეშე პროგრამებთან ბრძანებებისა და მონაცემების მიმოცვლისთვის).

უფრო მარტივად, API არის მექანიზმი, რომელიც ორი პროგრამული კომპონენტის ერთმანეთთან კავშირს უზრუნველყოფს. მაგალითად, ამინდის ბიუროს პროგრამულ სისტემაში განთავსებულია ინფორმაცია ამინდის პროგნოზის შესახებ. ჩვენს მობილურებში, ამინდის აპლიკაციაში, ეს ინფორმაცია სწორედ API-ის საშუალებით მოდის. ასევე, როდესაც გარკვეულ ნივთს ან მომსახურებას ონლაინ ვყიდულობთ და ვაჭერთ გადახდის ღილაკს, API ამოწმებს ჩვენს საბანკო მონაცემებს, მაგალითად, არის თუ არა საკმარისი თანხა ბარათზე, შემდეგ ამ მონაცემს უბრუნებს ვებსაიტს და სწორედ ამის შემდეგ სრულდება შესყიდვის ოპერაცია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved