• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველ პატიმარს ავსტრიის ციხეში ცემით სულს ხდიან!

ალია ავტორი - ალია
22:43 03-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

რას უყვებიან “ალიას” გურჯაანელი პატიმრის ოჯახის წევრები:

მაშინ, როდესაც ბიუჯეტის ქურდი გიგი უგულავა, რომელმაც 48 მილიონი მოპარა ქართველ ხალხს, ევროპელი და ამერიკელი დემოკრატებისთვის და რესპუბლიკელებისთვის პოლიტპატიმარია და მის ციხიდან განთავისუფლებას ათმა კონგრესმენმა მოაწერა ხელი (ასევე ყელყელაობენ ევროპელი დეპუტატებიც), ამ დროს ევროპის შუაგულში, ავსტრიის მკაცრი რეჟიმის „გრაც“ ციხეში ქურდობისთვის გასამართლებულ (ეს არის ავსტრიული სასამართლოს ვერსია) საქართველოს მოქალაქეს ფირო ხუროშვილს, რომელიც ორი წელია სასჯელს იხდის, ცემით სულს ხდიან. როგორც მისი ოჯახის წევრები გვიყვებიან, ის 15 მარტს „გრაც“ ციხის ადმინისტრაციის ექვსმა თანამშრომელმა საკნიდან გაიყვანა და უმოწყალოდ სცემა. არაადამიანური მოპყრობა, სავარაუდოდ წამება, „გრაც-კარლაუსის“ ციხეში გადაყვანის შემდეგაც გააგრძელეს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ზუსტად იმავე მეთოდებით, რა მეთოდებითაც სააკაშვილის ნეოფაშისტური რეჟიმის დროს ამას აკეთებდნენ გლდანის ციხეში სააკაშვილ-მერაბიშვილ-ახალაიას დაქირავებული ციხის ჯალათები. რა მნიშვნელობა აქვს, ქართველს გლდანის ციხეში აწამებენ თუ ავსტრიის „გრაც-კარლაუსის“ ციხეში?


იმის გამო, რომ თქვენგან დაცულმა გიგი უგულავამ და მისნაირმა პროდასავლელმა დემოკრატებმა საქართველოს მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში შესაძლებლობა არ მისცეს და მეტიც, ჯიბიდან ფული ამოაცალეს, სწორედ თქვენი ნაქები რეჟიმების შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად იძულებული გახდა, ავსტრიაში წასულიყო გურჯაანში 1975 წელს დაბადებული ფირო ხუროშვილი და გზა და კვალი აერია. ევროპულმა დემოკრატიულმა სასამართლომ ის ავსტრიულ ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესა. თუ მეფის რუსეთი ხალხების საპყრობილე იყო, ჩვენი ევროკავშირი რა არის? ფაშისტური სახელმწიფოების ბლოკი? საქართველოსა და ქართველი ხალხის საკითხი დასავლელი დემოკრატებისგან დასმულია ნეგატიურად და ცინიკურად, რადგან როცა საქმე ეხება კორუმპირებულ და მწამებელ ნაცებს, დასავლელი დემოკრატები ცხარე ცრემლებს ღვრიან და იმუქრებიან, ამას გიზამთ და იმას გიზამთო. ულტიმატუმის ენით ლაპარაკობენ, თითქოს ბანანის რესპუბლიკას ელაპარაკებიან. და როცა საქმე საქართველოს რიგითი ადამიანების უფლებების დაცვას ეხება, იცავენ კი არა, ცემით კლავენ. ეს ნათლად ადასტურებს იმას, რომ ავსტრიაში ნეოფაშიზმი კორონავირუსზე მეტად მძვინვარებს. აქვე ისიც უნდა გავიხსენო ისტორიიდან, თუ რა სიხარულით შეხვდნენ ჰიტლერის დივიზიებს ავსტრიელი ფაშისტები. ზუსტად ავსტრიული დივიზიები იყო მთავარი ძალა, რომლებიც მონაწილეობდნენ ბალკანეთის ქვეყნების ოკუპაციაში და ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით და ტერორით. მათ უმძიმესი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი როგორც სამხრეთ ევროპის, ასევე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. დააკვირდით, რა სამართლიანები არიან ევროპელი დემოკრატები. პოლიტიკური მანიაკი და ჯალათი ვანო მერაბიშვილი ევროპაში წაიყვანეს, ხოლო გურჯაანელ გლეხის შვილს ყოველდღე სცემენ ავსტრიულ ციხეში. თუ თქვენ დასავლელი სამართალდამცველები ხართ, მაშინ რატომ გაქვთ სამი სიმართლე და სამი ლოგიკა? ერთი საკუთარი თავისთვის, მეორე – მათთვის, ვინც გჭირდებათ, მესამე კი – მათთვის, ვინც საერთოდ არ გჭირდებათ. რა იყო, ევროპელო დემოკრატებო, კარგად მოირგეთ ევროპელი დემოკრატების ნიღბები? თქვენ გგონიათ, ვერავინ ხვდება, რომ თქვენი აზროვნება ფაშისტურია? თქვენ საქართველოს ხალხს ყოფთ ორ კატეგორიად: ერთნი ისინი, კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც ადამიანების ჩაგვრით და წამებით მილიონები და მილიარდები იშოვეს, ხოლო მეორენი ისინი, რომლებიც ამ ჩინოვნიკებმა გააქციეს სამშობლოდან ლუკმაპურის საშოვნელად და ეს ადამიანები სწორედ რომ ამ რეჟიმების ხელში განადგურდნენ. ზოგი რა გზას დაადგა და ზოგი – რას. საქართველოს მოქალაქეს ავსტრიის ციხეში სცემენ და რატომ არის გაჩუმებული საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რა, არ იცის? თუ იმას იტყვის, ეს არ ვიცოდიო, ეხლა ხომ ეცოდინება, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ? მაგრამ მისი დანიშნულებაა, საქართველოში გააგრძელოს სექსუალური გარყვნილებებისა და უკუღმართობების დაცვა და ის არაფერს გააკეთებს ვიღაც გურჯაანელი კაცისთვის, რომელსაც ყოველდღე სცემენ და მშობლებს უთვლის, რომ მომკლავენ, მერე ჩაერევითო? გურჯაანელი ფირო ხუროშვილის ახლობლებმა თავად მოგვმართეს. მე არ მაქვს ქოცების იმედი, რომ ისინი დაიცავენ საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ როგორც კი პატიმრის ახლობელმა მიამბო, მაშინვე დავუკავშირდი ჩვენს კონსულს ავსტრიაში, შორენა წიკლაურს. ის საქმის კურსში იყო, მაგრამ პატიმრის მეუღლისგან მოითხოვა განცხადებით მიემართა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და შემდეგ ჩაერეოდა ამ საქმეში. ამ დროს ავსტრიის ციხეში ურტყამენ და ურტყამენ ფირო ხუროშვილს… ხუროშვილის მეუღლემ ანა ნიკოლაიშვილმა მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს, მაგრამ როგორც მაცნობეს, მისი მეუღლის ცემა მაინც არ შეჩერებულა. თავადაც დავუკავშირდი საგარეო საქმეთა სამინისტროს. განცხადება შესასწავლად დაევალა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსს კოტე საბიაშვილს.

ამ ბატონმა საკონსულოს მრჩეველს თინათინ მურჯიკნელს დააწერა საქმის შესწავლა. ფირო ხუროშვილი კი ამასობაში გაყავთ საკნიდან და ისევ ურტყამენ და ურტყამენ ციხის ჯალათები… თუ რა ზომები მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს მოქალაქის გადასარჩენად, „ალიას“ მკითხველს ვთავაზობთ საკონსულო დეპარტამენტის მრჩევლის თინათინ მურჯიკნელის კომენტარს:


„ჩვენ ვესაუბრეთ კონსულს ავსტრიაში, შორენა წიკლაურს, რომელიც დისტანციურად დაუკავშირდა „გრაც-კარლაუსის“ ციხის ადმინისტრაციას. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე ავსტრიაში. ახლა კორონავირუსი ყველაზე მეტად მძვინვარებს ავსტრიაში. ციხეში შესვლას შორენა წიკლაური ვერ შეძლებს“, – ამ კომენტარით შემოიფარგლა თინათინ მურჯიკნელი, ხოლო ფირო ხუროშვილის ახლობლისგან შევიტყვეთ, რომ ის ისევ უცემიათ… 
ვუკავშირდები ავსტრიის საელჩოს საქართველოში. მორიგე მპასუხობს, ორშაბათამდე არ იქნებიანო. მაშინ ვუკავშირდები ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოში, იქაც იგივეს მპასუხობენ.
საინტერესოა, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენელთა ნათესავებს ასე რომ სცემდნენ და სულს ხდიდნენ, ასეთი ბიუროკრატიული თამაშებით გაერთობოდნენ? ქალბატონ თინათინ მურჯიკნელის გასაგონად კი ვამბობ: გთხოვთ განუმარტოთ საელჩოსა და საკონსულოს, რომ 21-ე საუკუნეში, დისტანციურადაც შეიძლება ყველა პრობლემის მოგვარება.


ცემის ამ ფაქტზე ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროსაბჭომ და ავსტრიის საელჩომ საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაგვცეს პასუხი, სულ მუდამ ადამიანის უფლებებს რომ აფრიალებენ, ქართველი პატიმრის უფლებებიც დაიცვან ციხის გარეთ თუ ციხის შიგნით. თუ საქართველოს მოქალაქეს ავსტრიის ციხეში დისკომფორტს უქმნიან და მის უფლებებს არღვევენ, მაშინ არც საქართველო უნდა იყოს მათთვის კომფორტის ზონა და ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები, საერთოდ ევროპული სტრუქტურები ნუ გველაპარაკებიან პრეტენზიებით, როცა ფაშიზმი ევროპის ცენტრში ბობოქრობს.

ნანა სულავა

ალია №11

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved