• რეკლამა
  • კონტაქტი
04:23, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა წარადგინა

ალია ავტორი - ალია
15:43 04-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

„ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას წარადგენს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მადლობას ვუხდი არჩილ თალაკვაძეს ორი წლის განმავლობაში სპიკერის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის. მან ურთულეს პერიოდში ჩაიბარა ეს თანამდებობა. 2019 წლის ივნისი იყო ძალიან რთული პერიოდი, როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ. ამ 2 წლის განმავლობაში არჩილ თალაკვაძე დიდი წარმატებით უძღვებოდა პოლიტიკურ მუშაობას და სერიოზული წარმატება მოუტანა ჩვენს პარტიას და ჩვენს ქვეყანას. როდესაც მან საკუთარი გადაწყვეტილება გაგვიზიარა, ჩვენ გვქონდა მცირე დისკუსია. მისი პოზიცია ეფუძნებოდა კონკრეტულ მოსაზრებებს. გასული თვეების განმავლობაში ის აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკების პროცესში და წარმოდგენილი იყო ამ პროცესში როგორც მხარე, ხოლო რაც შეეხება სპიკერის პოზიციას, ის უნდა იყოს არსებითად ნეიტრალური. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას. არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. მინდა გაცნობოთ, რომ „ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარედგინება კახა კუჭავას კანდიდატურა. კახას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპიკერის ფუნქციების წარმატებით შესრულებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ პოზიციაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არჩილ თალაკვაძემ დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved