• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართული საზოგადოების მიმართვა უკრაინელ ხალხს, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს

ალია ავტორი - ალია
14:53 04-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

შეუძლებელია, უკრაინაში სააკაშვილის ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა, კვლავაც მხოლოდ უკრაინის შიდა საქმედ მივიჩნიოთ – ეს ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მეტიც, ჩვენი სუვერენიტეტის ღია და დაუფარავი შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ უკრაინელი ხალხის, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებისადმი ქართული საზოგადოების მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც რეჟისორ ბუბა ხოტივარის, პოეტ კობა არაბულის, მწერლისა და მთარგმნელის ლერი ალიმონაკისა და ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ არის ინიცირებული.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ქართველი და უკრაინელი ერების დაახლოება ქარტეხილიანი ისტორიის მანძილზე განვლილმა არაერთმა განსაცდელმა განაპირობა, თუმცა სახელოვანი წინაპრების გარდა ორ ქვეყანას აკავშირებს ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც ჯერ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ კი ხანგრძლივმა სასამართლო პროცესებმა ორჯერ დაადასტურეს მისი ბრალეულობა უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულებებში.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„სულ ცოტა ხნის წინ, კიევსა და თბილისში მასშტაბურად აღინიშნა საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავი. ცხადია, განვლილი ერთი საუკუნე მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ძალიან მჭიდრო და მოსიყვარულე ურთიერთობისა, რაც ქართველ და უკრაინელ ხალხს აკავშირებს ერთმანეთის მიმართ. ჩვენი ერების დაახლოება არაერთმა მსგავსმა განსაცდელმაც განაპირობა, რაც ქარტეხილიანი ისტორიის მანძილზე შეგვახვედრა განგებამ. ზედმეტია იმის აღნიშნვა, თუ რამხელა სიახლოვე აქვთ ერთმანეთთან დავით გურამიშვილისა და ლესია უკრაინკას ქვეყნებს.

სახელოვანი წინაპრების გარდა ჩვენს ქვეყნებს, სამწუხაროდ, აკავშირებს ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც ჯერ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ კი ხანგრძლივმა სასამართლო პროცესებმა ორჯერ დაადასტურეს მისი ბრალეულობა უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულებებში. ცრუ და მოძალადე პერსონა, რომელიც მთლიანად დისკრედიტირებულია არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ უკრაინელთა დიდი ნაწილის თვალშიც, რომლებმაც მისი ნამდვილი წარსულიც გაარკვიეს და ადგილზეც იხილეს მისი ზღვარსგადასული პოპულიზმი, წარმოადგენს სირცხვილს ორივე ქვეყნისთვის.

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ თავის დროზე, როდესაც სააკაშვილი ოდესის მხარის გუბერნატორად დაინიშნა, რაც, ბუნებრივია, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება იყო, მისი დანიშვნა უკრაინის შიდა საქმედ მივიჩნიეთ, რადგან იმ პერიოდში სააკაშვილი მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებული იყო და არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი მისი დამნაშავეობის შესახებ. მაგრამ ახლა, როდესაც მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი, როდესაც იგი ოფიციალურად არის ცნობილი დამნაშავედ სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ, მათ შორის, მსჯავრდებულია ოპოზიციონერი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის მიმართ უშიშროების ძალების მონაწილეობით მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის ორგანიზებისთვის, რომელიც 2005 წელს, პრეზიდენტობის რანგში ჩაიდინა სააკაშვილმა და რა დროსაც გელაშვილმა მიიღო უმძიმესი დაზიანებები, შემთხვევით გადაურჩა რა სიკვდილს.

ამავდროულად, მას კვლავაც აქვს წარდგენილი ბრალდებები სხვა, არანაკლებ მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის, მათ შორის, მის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები უმძიმესი კორუფციული ბრალდებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 მლნ-ზე მეტი სახსრების მითვისების გამო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეუძლებელია, უკრაინაში სააკაშვილის ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა, კვლავაც მხოლოდ უკრაინის შიდა საქმედ მივიჩნიოთ – ეს ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მეტიც, ჩვენი სუვერენიტეტის ღია და დაუფარავი შეურაცხყოფაა.

გვსურს მივმართოთ პრეზიდენტ ზელენსკის, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ელექტორალურმა ბანკროტმა და მარგინალმა სააკაშვილმა, გარდაუავალი კრახის შიშით, როგორც მხდალ ადამიანს სჩვევია, უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა 0,4 პროცენტიანი განაჩენი მას მაინც გამოუტანა.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენს პარტიას “ხალხის მსახური” ჰქვია და ამიტომ დაბეჯითებით გთხოვთ, ნუ ჰკადრებთ უკრაინელ და ქართველ ხალხს ვიცე-პრემიერად იმ ადამიანს, ვინც ამ ხალხმა არც იმსახურა და არც დაიმსახურა.

მოგმართავთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს და სრულად უკრაინის ხელისუფლებას, გაითვალისწინეთ ქართული საზოგადოების აღშფოთება და არ დაუშვათ სახელმწიფოს მაღალ თანამდებობაზე კრიმინალი და მოძალადე პირის დანიშვნა, რომელიც გასამართლებულია და იძებნება ქართული სახელმწიფოს მიერ. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი ადამიანი ეწინააღმდეგება მის დანიშვნას და გამოვთქვამთ იმედს, რომ მათი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.

ამასთანავე, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და დიპლომატიური არხი და დაიცვას ქართული სახელმწიფოს ღირსება. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში საღი აზრი გაიმარჯვებს და კრიმინალი სააკაშვილის მთავრობის წევრად დანიშვნის ყოვლად მიუღებელი ინიციატივა მკვდრადშობილი აღმოჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა დღემდე მეგობრად მიჩნეულ ქვეყანასთან“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს ბუბა ხოტივარი, კობა არაბული, ლერი ალიმონაკი, ზაზა შათირიშვილი, გია გაბრიჭიძე, მამია ვაშაკიძე, ოთარ ტურაბელიძე, სპარტაკ ქობულია, გურამ გოგიაშვილი, ალეკო ასლანიშვილი და სხვები აწერენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved