• რეკლამა
  • კონტაქტი
11:06, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული სამედიცინო დიასპორა დაეხმარება საქართველოს მთავრობას შესაბამისი კლინიკის მოძებნაში საზღვარგარეთ“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
01:19 11-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

„სრულიად ვეთანხმები ბატონ ნიკოლოზ ყიფშიძის დასკვნას იმის შესახებ, რომ აუცილებელია პატიმარი პრეზიდენტის რეაბილიტაცია სპეციალიზირებულ, დამოუკიდებელ კლინიკაში, სადაც მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნებენ დამოუკიდებელი პროფესიონალები, რომლებზე ზეწოლის თეორიული სპეკულაციაც კი გამორიცხულია.

სხვათაშორის, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, პუტინმაც კი არ ისურვა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ნავალნიზე პასუხისმგებლობის აღება და ნება დართო გერმანულ კლინიკაში მომხდარიყო მისი ჯანმრთელობის რეაბილიტაცია.

თავად საქართველოს დე ფაქტო და დე იურე მმართველების ინტერესებშია ამის გაკეთება, რადგან პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ობიექტური და სუბიექტური გარემოებები მათ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე.

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმარი პრეზიდენტის უფლებების უხეშ დარღვევას, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაში.

შესაბამისად, საქართველოს მოქმედი მთავრობის პირდაპირ და უშუალო პასუხისმგებლობას წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ დაშვებული უხეში შეცდომების რეაბილიტაცია საქართველოს მოქალაქეებისა და მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე; არსებული სამოქალაქო დაპირისპირების დეესკალაცია და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაცვა.

ქართული სამედიცინო დიასპორა სიამოვნებით დაეხმარება საქართველოს მთავრობას შესაბამისი კლინიკის მოძებნაში საზღვარგარეთ და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციაში, რადგან ამ კრიზისს დამანგრეველი გავლენა აქვს როგორც საქართველოს სახელმწიფოს აწმყოსა და მომავალზე, ასევე საქართველოს მოქალაქეთა ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც და ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ სამშობლოს კრიტიკულ სიტუაციაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები უნდა გადაწყდეს საერთაშორისო, დამოუკიდებელ სასამართლოში, სადაც ვერცერთ მხარეს ვერ ექნება პრეტენზია სუბიექტურობაზე. ეს იქნება ყველაზე გონივრული ნაბიჯი გახლეჩილი ერის გასაერთიანებლად და დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეთა შორის ურთიერთპატივისცემისა და ცივილურობის აღსადგენად.

გთხოვთ …“

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved