უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა. მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის “ქართული ოცნებისეული” ვარიანტი წარადგინა, რომელიც მისი თქმით, დღეს დარეგისტრირდება.
სწორედ ამ ვარიანტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის თაობაზე შეშფოთების დაფიქსირება, რუსეთის ხსენების გარეშე, რას ნიშნავს, უკრაინა ახდენს ესკალაციას? ქართული ოცნებისთვისაც კი, გასაოცარი ამბავია“ – წერს სამადაშვილი.















კომენტარები