• რეკლამა
  • კონტაქტი
16:52, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნებისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მხარდამჭერებს შორის ჩხოროწყუში დაპირისპირება მოხდა

ალია ავტორი - ალია
14:46 10-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის თქმით სამეგრელოში პარტიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” აქტივისტებმა, რომლებიც ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, საარჩევნო აგიტაციაში ხელი შეუშალეს. პაატა მანჯგალაძის თქმით აღნიშნული ქმედებები პირველი არ არის და სისტემატიურად მიმდინარეობს

“სამწუხაროდ „ქართული ოცნება” კვლავ აგრძელებს ზემოქმედებას, დაპირისპირებასა და ხელის შეშლას საარჩევნო კამპანიაში ჩვენს მხარდამჭერებზე. გუშინ საღამოს სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი ჩხოროწყუში, როდესაც „ქართული ოცნების” ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აქტივისტები ჩვენს მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც სააგიტაციო მასალას აკრავდნენ. წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ხელშეშლას ასევე ადგილი ჰქონდა ზესტაფონსა და თელავში აგიტატორებზე ზემოქმედების სახით. მე მინდა”ქართულ ოცნებას” ვუთხრა, რომ ეს არის მათი უსუსური მცდელობა, რომელიც ამჟღავნებს მათ სისუსტეს, რაც მთავარია არავინ არ აპირებს ამის გამო უსამართლობის წინააღმდეგ შეწყვიტოს ის ბრძოლას, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლმა” დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება ორკესტრირებულად, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, მაგალითისთვი: თბილისის მერიამ ჩვენი აქტივისტები დააჯარიმა, რომლებიც საპენსიო სესხებზე ხელმოწერებს აგროვებდნენ. მსგავს ფაქტს ასევე ადგილი ჰქონდა ვარკეთილის მეტროსთან, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ფიზიკურად თავს დაესხნენ საბანკო სესხებთან დაკავშრებით ხელმოწერების შემგროვებლებს. „სტრატეგია აღმაშენებელი” და გიორგი ვაშაძე უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ” – პაატა მანჯაგალაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved