“ოცნების” ხელისუფლების პირობებში შესაძლოა, პროტესტის გამოხატვის ფორმა – გაფიცვა აიკრძალოს.
ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა სპეციალური ბრძანება, რის მიხედვითაც 14 სახელმწიფო სამსახურის შრომითი უფლებები ამ მხრივაც დაირღვევა. მინისტრს ერთპიროვნულად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გამოხატვის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და თანამშრომლებს გაფიცვის შესაძლებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ მისცეს.
“როდესაც გაფიცვის უფლებაზეა საუბარი და ამას შეიძლება უკავშირდებოდეს გამოხატვის თავისუფლებაც, აუცილებელია, შეზღუდვა მოხდეს ორგანული კანონით და არა ორგანული კანონიდან ჯანდაცვის მინისტრზე მითითებით. ეს აძლევს ვინმეს იმის შესაძლებლობას, რომ ერთ დღეში ერთპიროვნულად შეცვალოს ეს საკითხები”,- ამბობს ნიკა სიმონიშვილი, საია-ს თავმჯდომარე.
კომენტარები