“ქართული ოცნება” თეა წულუკიანის შემცვლელს ეძებს. “პირველების ” ინფორმაციით, ხელოვანების ამბოხების შემდეგ, მმართველი პარტია კულტურის მინისტრის ჩანაცვლებელზე ფიქრობს.
ერთ-ერთ კანდიდატად კი პარლამენტის წევრი, ქეთი დუმბაძე განიხილება. დუმბაძე ამ სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
“ქართული ოცნების” შიგნით კი კულტურის მინისტრის შემცვლელზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც თეა წულუკიანის პოლიტიკამ ამ სფეროში დიდი ამბოხება გამოიწვია და “ქართულ ოცნებას” პრობლემები შეუქმნა.
დუმბაძე ინფორმაციას არ ადასტურებს.
წარმოუდგენელ რაღაცას ამბობთ, პირველად მესმის, არც მიფიქრია არასდროს”- თქვა დეპუტატმა.
„ტვ პირველი“
კომენტარები