„ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ხვალ დაასახელებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ხვალ მიიღება გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კობახიძემ.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა.
კომენტარები