• რეკლამა
  • კონტაქტი
13:25, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნება” დღეს იმდენად ძლიერია, რომ კონკურენტებს ერთადერთი რამ დარჩათ – პროვოკაციებია, არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციას! – გიორგი გახარია

ალია ავტორი - ალია
14:12 10-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

მინდა „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციას, „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, კონკურენტებს ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ – მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ონში, ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე.

„მოგესალმებით, ონელებო. დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის და თქვენი მუნიციპალიტეტის ხვალინდელ დღეზე საუბარი, ასეთ მშვიდ, წყნარ, ძალიან შინაურულ გარემოში. ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რა გაგვიკეთებია აქამდე, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვთქვათ იმაზე, რა დაგვრჩა გასაკეთებელი. ამ მხრივ ონი აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ბოლო წლების განმავლობაში აქ იმდენი აქტივობა განხორციელდა ეკონომიკური მიმართულებით, ეს ყველაფერი ნათელიც არის და როდესაც ონში გადაადგილდები, ამას ხედავ. რაჭისთვის და განსაკუთრებით ონისთვის სოფლის მეურნეობა, თაფლი, ტურიზმი, მევენახეობა იმდენად მნიშვნელოვანი დარგებია, სადაც სახელმწიფო ქართველ გლეხს ყოველთვის გვერდით ედგა და მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენი ძირითადი მიზანია, ქართველი გლეხი გაძლიერდეს, რომ გახდეს ფერმერი, რომელიც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გარდა იმისა, რომ თავის ოჯახს არჩენს“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაფერი ისეთ დონეზე იყო მიყვანილი და მიტოვებული, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგვიწევს ამ მიმართულებით შრომა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა გვაქვს წესრიგში მოსაყვანი, ისეთი, როგორიცაა გზები, წყალი, გაზი და ელემენტარული ინფრასტრუქტურა – ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ა.შ რასაც ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაფერი ისეთ დონეზე იყო მიყვანილი და მიტოვებული, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგვიწევს ამ მიმართულებით შრომა. ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა საერთოდ ახალ დამატებით ენერგიას შესძენს ამ კუთხეს. გასაგებია, რომ წელს ტურიზმი, როგორც განვითარების დარგი, ცოტა ჩაგვივარდა გლობალური პანდემიის გამო, თუმცა რაჭაში ძალიან ბევრი ქართველი ამოვიდა, რომელიც წელს პირველად იმყოფებოდა აქ. შიდა ტურიზმის ნაკადი ძალიან დიდი იყო და ბევრი ქართველი ამოვიდა, რომელმაც რაჭა საერთოდ თავიდან აღმოაჩინა. ამასაც თავისი დატვირთვა აქვს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს, შეუქმნას თანაბარი პირობები იმისთვის, რომ ჰქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა.

„ეს შეიძლება იყოს თბილისში, ბათუმში, ამბროლაურში, ონში, სადაც არ უნდა იყოს, ქართველ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს თანაბარი, კარგი განათლება, ხანდაზმულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნორმალური ჯანდაცვა და შესაბამისი სოციალური დახმარება და ჩვენ, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ონს თავისი ისტორიული გამორჩეულობა აქვს. ამიტომ, თქვენ იცით, რომ ონში მიმდინარეობს მუზეუმის რეაბილიტაცია, 1991 წლის სტიქიის შემდეგ, მუზეუმის ფონდები ინახება სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდება და იქნება აბსოლუტურად თანამედროვედ აღჭურვილი მუზეუმი, რომელიც კიდევ დამატებითი ძალა იქნება მიმზიდველობის კუთხით ტურისტებისთვის. რა თქმა უნდა, ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს არის შოვი, არავის არ გვაკმაყოფილებს და სახელმწიფოს მეტი ყურადღება სჭირდება, რომ მოხდეს მისი კიდევ უფრო განვითარება და გახდეს, არა მხოლოდ შიდა ტურიზმის მიზიდულობის ცენტრი, არამედ გარედანაც ჩამოვიყვანოთ უცხოელები. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეს ყველაფერი არის კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ ჩვენი დღევანდელი დღეს ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე იყო ჩვენი გუშინდელი დღე და ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი შვილებისთვის, ბევრად უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე დღევანდელი დღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ – მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფერში, მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ონის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

„ამ ყველაფერში, მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ონის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და როდესაც ვსაუბრობთ გოჩა ენუქიძეზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის კი არ არის, რომ აქაური ადამიანია, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ზედმიწევნით ზუსტად იცის, აქ, სად რა არის გასაკეთებელი და რა საჭიროებაა. ამიტომ, მას არ დასჭირდება ბევრი დროის ხარჯვა და გამარჯვების მეორე დღესვე გააკეთებს იმ საქმეს, რომელსაც თქვენ მისგან ელოდებით. რა თქმა უნდა, თქვენ, ყველას კარგად უნდა გესმოდეთ, რომ მოთხოვნის ძალა და უფლება თქვენს მხარეს არის. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ არჩევნებში, 31 ოქტომბერს, ჩვენ, ყველანი გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ, ყველა კარგად ვხედავთ, როგორ ძლიერად არის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, მინდა „ქართული ოცნების“ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციებს, „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, კონკურენტებს ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ ღირსეულად, ეს ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: გიორგი გახარიაგოჩა ენუქიძექართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved